ჩამოთვალე შენთვის ნაცნობი მინიმუმ სამი ფიგურა
სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი, წრე, კვადრატი...
15+19=
34
რამდენი მიიღება 1-ის გაორმაგებით?
2
მარიამმა ბაღში მოკრიფა 7 ყვავილი, ხოლო ნიკუშამ - 15. გამოთვალე, რამდენი ყვავილი მოკრიფა ორივემ ერთად? ჩაწერე ამოხსნა.
7+15=22
პასუხი: 22 ყვავილი
რიცხვი 18 რომელ ხუთეულთანაა ახლოს?
20-თან
რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს?
სამი
48-26=
22
რამდენს მივიღებთ, თუ 27-ს გავაორმაგებთ?
54-ს
დემეტრემ იყიდა 12 სათამაშო, ელენემ - 19, სანიმ შეიძინა 14, ხოლო ტასომ 15. ამოხსენი, რამდენი სათამაშო აქვთ ოთხივეს ერთად.
12+19+14+15=60
პასუხი: 60 სათამაშო
რა რიცხვია 24-ის უახლოესი ათეული?
20
რამდენი კუთხე შეიძლება ჰქონდეს წრეს?
წრეს კუთხეები არ აქვს
33+9+56=
98
რომელი რიცხვი უნდა გავაორმაგოთ იმისთვის, რომ მივიღოთ 94?
47
ფეხბურთელის მაისური ღირს 157 ლარი. მაკამ გამყიდველს მიაწოდა ორი ცალი 50-ლარიანი და 3 ცალი 20-ლარიანი. რა თანხა უნდა დაუბრუნოს გამყიდველმა მაკას? უჩვენე ამოხსნის გზა.
50+50+20+20+20=160
160-157=3
პასუხი: 3 ლარი
66-ის უახლოესი ოცეული არის
60
შეეცადე გაიხსენო კვადრატის თვისებები
1. კვადრატში ყველა კუთხე ერთმანეთის ტოლია.
2. კვადრატში ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია.
3. დიაგონალების გავლებით მივიღებთ ტოლ სამკუთხედებს.
98-(7+9)=
თუ 50-ს გავაორმაგებთ და შემდეგ მიღებულ რიცხვს გამოვაკლებთ 17-ს, მივიღებთ
83
ნინოს აქვს 6 ბურთი, კატოს ნინოზე 12-ით მეტი. მათ მეგობარ ინგას კი აქვს კატოს ბურთების რაოდენობაზე ორჯერ მეტი. გამოითვალე რამდენი ბურთი აქვს სამივეს ერთად.
6+18+36=60
პასუხი: 60 ბურთი
ამ რიცხვებიდან რომლისთვის არის უახლოესი ათეული 20?
18 და 23
ეცადე ჩამოაყალიბო, თუ რისთვის შეიძლება გამოგადგეს ფიგურების ცოდნა?
ყველა პასუხი, არგუმენტირებულად დასაბუთებული, მისაღებია
65+(16-3)=
78
ეცადე, შემდეგი ნიმუშის მიხედვით 2, 4, 8, 16, 32..., დაიწყო 3-ის გაორმაგება 100-ის ფარგლებში.
3, 6, 12, 24, 48, 96
ციფრებით: 1, 2, 3, 4 შეადგინეთ ყველა შესაძლო ორნიშნა რიცხვი (ციფრების გამეორება არ შეიძლება) და შეარჩიეთ მათგან 20-ზე მეტი და 40-ზე ნაკლები რიცხვები.
12, 13, 14
21, 23, 24
31, 32, 34
41, 42, 43
პასუხი: 21, 23, 24, 31, 32, 34.
დაასახელეთ ყველა შესაძლო რიცხვი, რომლის უახლოესი ოცეულია 40.
31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50