ესპანელი მხატვარი, რომელმაც დააფუძნა კუბიზმი და შექმნა ისეთი სტილისტურად დამსხვრეული ფორმები, რომლებმაც XX საუკუნის ხელოვნება შეცვალა
პაბლო პიკასო
ქალღმერთი, რომელიც ითვლება სიბრძნისა და ომის სტრატეგიის მფარველად და რომლის სახელიც უკავშირდება ევროპის ერთ-ერთი ცნობილი დედაქალაქის სახელწოდებას
ათენა
მოგზაური, რომელმაც მისცა სახელი წყნარ ოკეანეს
ფერნანდო მაგელანი
გერმანული ქალაქი, რომელიც დაყოფილი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ცივი ომის პერიოდში და გაყოფილი კედლით
ბერლინი
თეთრი ფერის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მცხოვრები მტაცებელი, რომელსაც შესანიშნავი ცურვის უნარი აქვს და რომელიც იყენებს ყინულს ნადირობისთვის
პოლარული/თეთრი დათვი
ეს მხატვარი ქმნიდა ფრენის მექანიზმების, წყალქვეშა აპარატებისა და საინჟინრო მოწყობილობების დეტალურ ნახაზებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ბევრად გვიან განხორციელდა
ლეონარდო და ვინჩი
ჭაბუკი, რომელიც შეყვარებული იყო საკუთარ ანარეკლზე და საბოლოოდ გადაიქცა ყვავილად, რომელიც დღეს მისი სახელითაა ცნობილი
ნარცისი
ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოფიციალური დედაქალაქი არ აქვს
ნაურუ
გერმანული ქალაქი, რომელშიც იმართება მსოფლიოში ცნობილი ლუდის ფესტივალი ოქტობერფესტი
მიუნხენი
ყველაზე სწრაფი ხმელეთის ცხოველი, რომელიც კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და მოკლე დისტანციაზე საოცარ აჩქარებას ავითარებს
ავაზა/გეპარდი
ოგიუსტ როდენის ეს ცნობილი ქანდაკება ასახავს შიშველი მამაკაცის იდეალიზებულ ფორმას, რომელიც მშვიდ, დაფიქრებულ პოზაში ზის
მოაზროვნე
მიჯაჭვული ტიტანი, რომლის სახელიც ჰქვია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე მღვიმეს
პრომეთე
ამ ქვეყანაშია ფართობით ყველაზე დიდი ქალაქი
ჩინეთი
გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიის სახელი, რომელიც პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ხალხის მანქანა“
ფოლკსვაგენი
ეს ზღვის უხერხემლო მოლუსკი ცნობილია ფერის სწრაფი ცვლილებით, რბილი სხეულითა და სამი გულით; ბინადრობს ზღვის ფსკერზე, რადგან მისთვის ცურვა ფიზიკურად დამღლელია
რვაფეხა
ეს რუსი ავანგარდისტი მხატვარი არის სუპრემატიზმის დამფუძნებელი და ცნობილია მისი ნამუშევრით, რომელზეც გამოსახული იყო შავი კვადრატი თეთრ ფონზე
კაზიმირ მალევიჩი
მითოლოგიაში ბერძენი მეფე, რომელიც უსასრულო და განმეორებად შრომაშია ჩაკეტილი, თუმცა ალბერ კამიუს მიხედვით მაინც შეიძლება რომ ბედნიერად წარმოვიდგინოთ
სიზიფე
ეს ბუნებრივი ზონა გვხვდება არქტიკისა და ანტარქტიკის კიდეებში, სადაც ნიადაგი მუდმივად გაყინულია და მცენარეულობა ძირითადად ხავსებითა და ლიქენებით შემოიფარგლება
ტუნდრა
არსება, რომელიც მიიჩნევა გერმანიის ეროვნულ სიმბოლოდ და გამოსახულია სახელმწიფო გერბზე
არწივი
მსოფლიოში ყველაზე გრძელი შხამიანი გველი, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ხშირად სხვა გველებითაც იკვებება
სამეფო კობრა
მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც დაეყრდნო ზიგმუნდ ფროიდის იდეას, რომ ადამიანის ქცევას მართავს ქვეცნობიერი და სიზმრები
სიურრეალიზმი
ეს პირველყოფილი არსება წარმოადგენს საწყის „უფსკრულ/სიცარიელეს“, საიდანაც წარმოიშვა პირველი კოსმიური ძალები და ღმერთთა თაობები
ქაოსი
ეს ნიადაგი ხასიათდება მუქი ფერით, მაღალი ნაყოფიერებით და დიდი რაოდენობით ორგანული ნივთიერებებით; ის განსაკუთრებით გავრცელებულია სტეპურ ზონებში
შავმიწა/ჩერნოზიემი
ფილოსოფოსი, რომელმაც შემოიტანა იდეა „ზეკაცის“ შესახებ წიგნში „ესე იტყოდა ზარატუსტრა“
ფრიდრიხ ნიცშე
ეს ზღვის უხერხემლო ორგანიზმი ცნობილია იმით, რომ ზოგიერთი სახეობა სიცოცხლის ციკლის გადაბრუნებას ახერხებს და თეორიულად „ბიოლოგიური უკვდავდების“ მსგავსი მდგომარეობა გააჩნიათ
მედუზა