ქართული
მათემატიკა
ბუნება
მუსიკა და ხელოვნება
სახალისო
1

როცა ანბანს ვსწავლობთ, ვამბობთ ასო-ბგერა ა,          ასო-ბგერა ბ...  

დაასახელე განსხვავება ასოსა და ბგერას შორის.

ასოს ვწერთ და ვხედავთ, ბგერას წარმოვთქვამთ და გვესმის.

1

ჩაწერე, რამდენი გრამია 

20 კგ და 7 გ

20007 გ

1

თუ ღამის 12 საათზე წვიმს, შეიძლება თუ არა 72 საათის შემდეგ იყოს მზიანი ამინდი?

შეუძლებელია, რადგან 72 საათის შემდეგ ისევ ღამის 12 საათი იქნება.

1

სად გამოიყენება სიტყვები : 

ლალე, დელიავ - რანუნი, ორერა, რერო, ნანინა?

ქართულ სიმღერაში

1

წარმოიდგინეთ, რომ შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?

ასანთს/სანთებელას

2

დაასახელეთ ქართველი მწერალი, რომელსაც გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები. მისი მოთხრობა ,,პატარა ბიჭების ფიქრები" კი მე-4 კლასში შევისწავლეთ.

რევაზ ინანიშვილი

2

კვადრატის გვერდების სიგძეთა ჯამია 36 სმ. მაშინ ამ კვადრატის სამი გვერდის სიგრძეთა ჯამი იქნება ....

27 სმ

2

დაასახელე აფრიკის და დედამიწის უგრძესი მდინარე.

ნილოსი-6671 კმ

2

რა არის ფოლკლორი?

ხალხური სიბრძნე

2

8 კილოგრამი მურაბის მოხარშვას ადუღებიდან 2 საათი სჭირდება. რამდენი საათი დასჭირდება 4 კილოგრამი მურაბის მოხარშვას?

2 საათი

3

განმარტე, რას ნიშნავს ხატოვანი გამოთქმა: 

,,დღე და ღამეს ასწორებს".

მშრომელია

3

1-დან 100-მდე რიცხვებში რამდენჯერ გვხვდება ციფრი 9?

20-ჯერ

9,19,29,39,49,59,69,79,89,

90,91,92,93,94,95,96,97,98,99

3

  როცა გარეთ ცივა, ოთახში კი თბილა, ფანჯრის მინები იორთქლება. ცოტა ხანში მინაზე ორთქლი ცივდება და  წყლის წვეთებად იქცევა.

  გაიხსენეთ, რა ჰქვია პროცესს, როცა წყალი აირადი მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში გადადის?

კონდენსაცია

3

სხვადასხვა საკრავზე შემსრულებელ მუსიკოსთა დიდი კოლექტივი არის...

ორკესტრი

3

გაიხსენეთ მულტფილმი, სადაც მთავარი გმირი ამბობს: 

,,მიშველე, ფიცხელ, ვიღუპები, ბატონმა ქორწილიდან საცოლე მომტაცა!  

წუნა და წრუწუნა

4

მერანი, რაში, ბედაური, სახედარი, კვიცი.

ჩამოთვლილი სიტყვებიდან მნიშვნელობით რომელი არ უკავშირდება ცხენს?

სახედარი

4

ტესტებში თეამ, ლიამ და მარიმ მიიღეს განსხვავებული ქულები- 18, 19 და 20. შეკითხვაზე, ვინ რამდენი ქულა მიიღო, გოგონებმა ასეთი პასუხი გასცეს:                                             თეა:,,ლიამ მიიღო 20 ქულა"                                 მარი:,,თეამ მიიღო ლიაზე მეტი ქულა"

ვინ რამდენი ქულა მიიღო, თუ ორივემ იცრუა?



თეა-18 ქულა, ლია-19 ქულა, მარი-20 ქულა

4

გაიხსენეთ საშიში ბაქტერიული დაავადება, რომელიც რამდენჯერმე გავრცელდა მსოფლიოში (მათ შორის ბოლოს მე-19 საუკუნეში) და ყოველ ჯერზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა, დღეს კი ეს დაავადება საშიშროებას აღარ წარმოადგენს, რადგან მას წარმატებულად მკურნალობენ.

შავი ჭირი

4

დაასახელეთ სახვითი ხელოვნების სახეობა, რომელიც სრულდება მყარი ან პლასტიკური მასალისაგან(ქვა, ლითონი, მერქანი, ძვალი, თაბაშირი, ყინული, თიხა, ცვილი...).

ქანდაკება/სკულპტურა

4

სახლში ხუთი დაა. ხუთივე დაკავებულია სხვადასხვა საქმით. პირველი – კითხულობს, მეორე – გაკვეთილს ამზადებს, მესამე – ჭადრაკს თამაშობს, მეოთხე – ხატავს. რას აკეთებს მეხუთე და?

მესამე დას ეთამაშება ჭადრაკს.

5

რაოდენობითი რიცხვითი სახელი ორმოცდათექვსმეტი-56 გამოსახე რიგობით რიცხვით სახელად და ჩაწერე არაბული და რომაული ციფრებით.

56-ე და LVI 

5

საზამთროს წონაა 8 კგ და კიდევ ნახევარი საზამთრო. რას იწონის საზამთრო?

16 კგ

5

ის არის ყველაზე ბრტყელი, უწყლო, უტყეო და ნაკლებად დასახლებული კონტინენტი, სადაც არ არის ვულკანები და მყინვარები და თითქმის არ ხდება მიწისძვრები. მას ,,ცოცხალი ნამარხების" კონტინენტსაც უწოდებენ.

 რომელი კონტინენტია ეს? 


ავსტრალია

5

დაასახელეთ ფერწერის სახეობა, რომელიც გულისხმობს ცხოველთა ხატვას.

ანიმალისტური ჟანრი

5

შეეცადეთ თანმიმდევრობით დაასახელოთ 5 დღე ისე, რომ არ გამოიყენოთ არც კვირის დღეების სახელწოდება და არც რიცხვები.

გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ.