კახეთი
მთიანეთი
სამცხე-ჯავახეთი
გურია
100

რა არის საინტერესო ბაწარას ნაკრძალში

"ხე პატრიარქი" იგივე უთხოვარი ხე, რომლის ასაკი 1800 წელიწადია

100

რატომ იყო მთიანეთში მეცხვარეობა წამყვანი დარგი?

მიწის სიმცირის გამო

100

რომელი მდინარე კვეთს სამცხე-ჯავახეთის დიდ ნაწილს?

მტკვარი

100

გურიის მთავარი მდინარეა

სუფსა

200

რომელ წელს მოხდა ბახტრიონის აჯანყება?

1659 წელს

200

რატომ გავრცელდა ქრისტიანობა მთიანეთში ასე გვიან?

მთის ხალხი რთულად თმობს ტრადიციებს და უჭირს სიახლეების გაგება

200

რომელი საქმიანობა იყო განსაკუთრებით განვითარებული მიწის სიმცირის გამო?

ტერასული მიწათმოქმედება

200

ვინ იყო ლაო ჯინ ჯაო?

ჩაის კულტურის ჩინელი სპეციალისტი, რომელიც მოიწვიეს საქართველოში

300

რას ნიშნავს თერმული წყალი?

მიწისქვეშა წყალია, რომლის ტემპერატურა გარემოზე მაღალია. ხშირად გამოიყენება სამკურნალოდ

300

რას ნიშნავს "გახალხურებული ქრისტიანობა"?

ეს არის ქრისტიანობის ისეთი ფორმა, სადაც ხალხმა ქრისტიანულ რწმენას შეუერთა ძველი, წარმართული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

300

რა დანიშნულება ჰქონდა დარანებს?

მტრის თავდასხმის დროს სამალავი იყო

300

რომელი ტბა მდებარეობს სამეგრელოსა და გურიის საზღვრებთან?

პალიასტომის ტბა

400
რა ჰქვია კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ნახევარ უდაბნოს?

ვაშლოვანის ნახევარუდაბნო

400

რომელი მხარეები წარმოიშვა ფხოვის დაშლის შემდგომ?

ფშავი და ხევსურეთი

400

რომელი ციხე ითვლება სამცხე-ჯავახეთის მთავარ ისტორიულ ცენტრად?

ახალციხის (რაბათის) ციხე

400

ჩამოთვალე გურიის მთავარი ქალაქები

ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური

500

კახეთის ერთ ქალაქში დღემდე დგას მეფე ერეკლე II-ის სასახლე-მუზეუმი. რომელ ქალაქშია ეს სასახლე?

თელავში

500

მთის ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ღირსებასა და სიტყვას — ერთხელ მიცემული სიტყვა კანონის ძალას ფლობდა. როგორ ფიქრობ, რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი?

ისეთ რეგიონში, სადაც არც მეფე იყო და არც სასამართლო  ხალხი დამოუკიდებლად ცხოვრობდა და წესრიგს თვითონ ინარჩუნებდნენ, მათ შორის ნდობა და პატიოსნება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო — თუ სიტყვას არ შეასრულებდა ადამიანი მას აღარ დაუჯერებდნენ.

500

რატომ იყო სამცხე-ჯავახეთი ისტორიულად მრავალრელიგიური რეგიონი?

სხვადასხვა იმპერიების გავლენას განსაკუთრებით განიცდიდა

500

რატომ შეარქვეს ერთ ერთ ვაზს ადესა?

მეცხრამეტე საუკუნეში, უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესადან შემოიტანეს, ჩვენმა წინაპრებმა ნამდვილი სახელი არ იცოდნენ და სწორედ ამიტომაც ადესა შეარქვეს.