რომელია სულიერი სახელი?
ა) მერხი;
ბ) ძაღლი
ბ) ძაღლი
რა კითხვა რას დაესმის?
ადამიანის გარდა ყველაფერს.
ქართულ ანბანს, რატომ ჰქვია ანბანი?
პირველ ასო-ბგერას ჰქვია ან
მეორე ასო-ბგერას ჰქვია ბან
და აქიდან დაერქვა ანბანი
რომელი სასვენი ნიშანი დაესმის კითხვით წინადადებას?
კითხვითი ნიშანი
წინადადებაში:
ნაძვი მარადმწვანე მცენარეა.
რომელია მეორე სიტყვა?
მარადმწვანე.
რომელია უსულო სახელი?
ა) ბუჩქი;
ბ) ჩიტი
ა) ბუჩქი
რამდენი ხმოვანი გვაქვს ქართულ ენაში?
ხუთი
რა არის ასო-ბგერა?
ასოს ვწერთ და ვხედავთ,
ბგერას ვამბობთ და გვესმის
რომელი სასვენი ნიშანი დაესმის ძახილის წინადადებას?
ძახილის ნიშანი.
მასწავლებელმა დღეს ახალი გაკვეთილი აგვიხსნა.
რომელ სახელს დაესმის კითხვა ვინ?
მასწავლებელმა
რა ჰქვია საგნის აღმნიშვნელ სიტყვას?
არსებითი სახელი
ჩამოთვალეთ ხმოვნები ქართულ ენაში:
ა, ე, ი, ო, უ
რამდენმარცვლიანია სიტყვა: მამალი
3
როგორი წინადადებაა:
ხვალ მზიანი დღე იქნება.
თხრობითი.
ჩემმა მეგობარმა ფანქრები მათხოვა.
რომელ სახელს დაესმის კითხვა რა?
ფანქრები.
რომელი კითხვები დაესმის არსებით სახელს?
ვინ? რა?
რამდენი ასო-ბგერა გვაქვს ქართულში?
ოცდაცამეტი
რამდენი სიტყვაა წინადადებაში:
დედამ ბურთი მიყიდა.
3
როგორი წინადადებაა:
გუშინ სკოლაში იყავი?
კითხვითი წინადადება
წიგნი მაგიდაზე დევს.
რომელია არსებითი სახელი?
წიგნი.
ვინ კითხვა ვის დაესმის?
ადამიანს
რამდენი თანხმოვანი გვაქვს ქართულ ენაში?
ოცდარვა
რომელი სასვენი ნიშანი დაესმის თხრობით წინადადებას?
წერტილი
როგორი წინადადებაა:
თოვლი მოსულა!
ძახილის წინადადება
დედამ წითელი პერანგი მიყიდა.
რომელ სიტყვას დაესმის კითხვა როგორი?
წითელი