ძირითადი ცნებები (თეორია + მაგალითები)
კუთხეები და მონაკვეთები (თეორია + მაგალითები)
პარალელური წრფეები (თეორია + მაგალითები)
მოსაზღვრე და ვერტიკალური (ამოცანები)
პარალელურობა და ბისექტრისა (ამოცანები)
100

რა ეწოდება გეომეტრიის იმ ნაწილს, რომელიც ბრტყელ ფიგურებს, მათ თვისებებსა და ურთიერთმდებარეობას შეისწავლის? მოიყვანეთ ორი მაგალითი.

პლანიმეტრია (მაგალითად: სამკუთხედი, კვადრატი, წრეწირი)

100

რა ეწოდება სხივს, რომელიც კუთხის გვერდებს შორის გადის და კუთხეს ორ ტოლ ნაწილად ყოფს? მოიყვანეთ რიცხვითი მაგალითი.

კუთხის ბისექტრისა (მაგალითად: თუ  <AOB = 80 და OC მისი ბისექტრისაა, მაშინ < AOC = 40  <COB = 40.

100

რა ეწოდება სიბრტყეზე მდებარე ორ წრფეს, რომლებიც არ იკვეთება? მოიყვანეთ ცხოვრებისეული მაგალითი.

პარალელური წრფეები (მაგალითად: რკინიგზის რელსები ან რვეულის ხაზები).

100

ორი მოსაზღვრე კუთხიდან ერთი 65 გრადუსია. იპოვეთ მეორე კუთხე.

115   (180 - 65 = 115).

100

124 გრადუსიანი კუთხე გაყოფილია ბისექტრისით. რისი ტოლია მიღებული თითოეული კუთხე?

62 (124 : 2 = 62).

200

ჩამოთვალეთ სამი პირველადი ცნება, რომელიც უფრო მარტივი ცნებით არ განიმარტება, და დაასახელეთ, როგორ აღვნიშნავთ მათ ნახაზზე.

წერტილი (აღინიშნება ლათინური მთავრული ასოთი, მაგ. A), წრფე (აღინიშნება პატარა ასოთი a ან ორი წერტილით AB) და სიბრტყე (მაგ. ფურცლის ან დაფის ზედაპირი).

200

როდის ეწოდება ორ მონაკვეთს ტოლი და როდის — ორ კუთხეს ტოლი? მოიყვანეთ მაგალითი.

მონაკვეთები ტოლია, თუ მათი სიგრძეები ტოლია (მაგ. AB = 5 სმ და CD = 5სმ); კუთხეები ტოლია, თუ მათი გრადუსული ზომები ტოლია (მაგ.< M = 35 და <K = 35.)

200

რა ურთიერთმდებარეობა შეიძლება ჰქონდეს სიბრტყეზე მდებარე ორ განსხვავებულ წრფეს? მოიყვანეთ ორივე შემთხვევის ნიმუში

ან იკვეთება (მაგ. ასო „X“-ის ხაზები), ან პარალელურია (მაგ. მართკუთხედის მოპირდაპირე გვერდები).

200

ორი წრფის გადაკვეთისას მიღებული ერთ-ერთი კუთხე 48გრადუსია. რისი ტოლია მისი ვერტიკალური კუთხე?

48 (ვერტიკალური კუთხეები ტოლია).

200

ორი პარალელური წრფის მესამე წრფით გადაკვეთისას მიღებული ერთ-ერთი შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხე 53გრადუსიანი. რისი ტოლია მეორე შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხე

53 (შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეები ტოლია).

300

რა ეწოდება წერტილთა ნებისმიერ სიმრავლეს? მოიყვანეთ მაგალითი, რომელიც არ არის კუთხე ან მრავალკუთხედი.

გეომეტრიული ფიგურა (მაგალითად: მონაკვეთი, სხივი, წრეწირი ან თუნდაც ორი განცალკევებული წერტილი)

300

რა ეწოდება 90გრადუსზე-ზე ნაკლებ, 90გრტადუსის-ის ტოლ და 90გრადუსზე-ზე მეტ, მაგრამ 180გრადუსზე-ზე ნაკლებ კუთხეს? დაასახელეთ თითო კონკრეტული გრადუსული მაგალითი.

მახვილი (მაგ :45, მართი (90) და ბლაგვი კუთხე (მაგ. 130).

300

რა ეწოდება ერთი და იმავე წრფის ორ განსხვავებულ სხივს, რომელთაც საერთო სათავე აქვთ? მოიყვანეთ მაგალითი წერტილებით.

დამატებითი სხივები (მაგალითად: თუ O წერტილი მდებარეობს AB მონაკვეთზე, მაშინ OA და OB სხივები დამატებითი სხივებია).

300

ორი მოსაზღვრე კუთხის სხვაობა 40გრადუსია. იპოვეთ ეს კუთხეები.

70 და 110

(180 - 40= 140; 140 : 2 = 70, მეორე 70 + 40 = 110).

300

ორი პარალელური წრფის მესამე წრფით გადაკვეთისას მიღებული ერთ-ერთი შიგა ცალმხრივ მდებარე კუთხე 74გრადუსია. იპოვეთ მეორე შიგა ცალმხრივ მდებარე კუთხე.

106 (180 - 74 = 106)

400

როდის ვამბობთ, რომ ორი წრფე იკვეთება და რა ეწოდება ამ წერტილს? მოიყვანეთ ცხოვრებისეული მაგალითი.

თუ ორ სხვადასხვა წრფეს საერთო წერტილი აქვს, ისინი იკვეთებიან და ამ წერტილს გადაკვეთის წერტილი ეწოდება (მაგალითად: ორი გზის გზაჯვარედინი ან მაკრატლის პირები).

400

რა ეწოდება ორ კუთხეს, რომლებსაც ერთი გვერდი საერთო აქვთ, ხოლო დანარჩენი ორი ერთმანეთის დამატებითი სხივებია? მოიყვანეთ რიცხვითი მაგალითი.

მოსაზღვრე კუთხეები; მათი ჯამი 180გრადუსია-ია (მაგალითად: 50 და 130, რადგან 50 + 130 = 180).

400

ჩამოთვალეთ სამი პირობა, რომელთაგან ერთ-ერთის შესრულებისას ორი წრფე პარალელურია, და მოიყვანეთ ერთი რიცხვითი მაგალითი.

შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეები ტოლია (მაგ. ორივე 60გრტადუსია), ან შესაბამისი კუთხეები ტოლია (მაგ. ორივე 110 გრადუსია), ან შიგა ცალმხრივ მდებარე კუთხეთა ჯამი 180გრადუსია (მაგ. 70 + 110 = 180).

400

ორი მოსაზღვრე კუთხე ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 2x : 7x. იპოვეთ თითოეული მათგანი.

40 და 140 (2x + 7x = 180  9x = 180  x = 20; კუთხეებია 40 და 140.

400

ორი პარალელური წრფის მესამე წრფით გადაკვეთისას მიღებული შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეების ჯამი 150გრადუსია. იპოვეთ თითოეული მათგანი.

75 და 75 (150 : 2 = 75).

500

ჩამოაყალიბეთ ორი აქსიომა წერტილებსა და წრფეებზე და მოიყვანეთ თითოეულის ნიმუში ასოებით.

1) ნებისმიერ ორ წერტილზე ერთადერთი წრფის გავლება შეიძლება (მაგ. A და B წერტილებზე გადის მხოლოდ ერთი AB წრფე); 2) წრფეზე არამდებარე წერტილზე ამ წრფის ერთადერთი პარალელური წრფე გაივლება (მაგ. a წრფის გარეთ მდებარე C წერტილზე a-ს პარალელური მხოლოდ ერთი b წრფე გაივლება).

500

როდის ეწოდება ორ კუთხეს ვერტიკალური, რა თვისება აქვთ მათ და რას უდრის ვერტიკალური კუთხეები, თუ მათი ჯამი 140გრადუსია-ია?

თუ მათი გვერდები წყვილ-წყვილად დამატებითი სხივებია; ვერტიკალური კუთხეები ტოლია (მაგალითად: თუ ორი ვერტიკალური კუთხის ჯამი 140გრადუსიაია, თითოეული მათგანი 70გრადუსია-ია)

500

თუ ორი პარალელური წრფე მესამე წრფითაა გადაკვეთილი და ერთი მახვილი კუთხე 50გრადუსია, რისი ტოლი იქნება მასთან შიგა ჯვარედინად, შესაბამისი და შიგა ცალმხრივ მდებარე კუთხეები?

შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხე — 50 (ტოლია), შესაბამისი კუთხე — 50 (ტოლია), ხოლო შიგა ცალმხრივ მდებარე კუთხე — 130(180 - 50 = 130).  

500

ორი წრფის გადაკვეთისას მიღებული ორი მოსაზღვრე კუთხიდან ერთი მეორეზე 3-ჯერ მეტია. იპოვეთ ოთხივე კუთხე, რომელიც ამ წრფეების გადაკვეთისას მიიღება.

45, 135, 45 და 135 (x + 3x = 180 x = 45; მეორე მოსაზღვრე 135, ვერტიკალურები კი მათი ტოლია)

500

ორი პარალელური წრფის მესამე წრფით გადაკვეთისას მიღებული ორი შიგა ცალმხრივ მდებარე კუთხიდან ერთი მეორეზე 26გრადუსით ნაკლებია. იპოვეთ ეს კუთხეები.

77და 103 (x + (x + 26) = 180 x = 77, მეორე — 77 + 26 = 103)