1
2
3
4
5
100

დიმიტრი მენდელეევმა წინასწარ იწინასწარმეტყველა ელემენტ „ეკა-ალუმინის“ არსებობა. რომელი რეალური ელემენტი აღმოჩნდა ის შემდგომში? 

ა) ალუმინი  ბ) სკანდიუმი  გ) გალიუმი  დ) ინდიუმი

გ) გალიუმი

100

დედამიწის ბირთვის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომლის ფარდობითი ატომური მასა არის 56, ხოლო რიგითი ნომერი — 26. 

ა) რკინა  ბ) ნიკელი    გ) კობალტი   დ) სპილენძი

ა) რკინა

100

მე-5 პერიოდის პირველი d-ელემენტი, რომლის რიგითი ნომერია 39. მისი სახელი უკავშირდება შვედეთის სოფელ იტერბიუს. 

ა) სკანდიუმი    ბ) ლანთანი  გ) იტრიუმი   დ)ცირკონიუმი

გ) იტერიუმი

100

ძალიან იშვიათი და ძვირადღირებული კეთილშობილი ლითონი, რომელიც გამოიყენება საავტომობილო კატალიზატორებში და საიუველირო ნაკეთობების დასაფარად ბზინვარებისთვის

ა) რუთენიუმი   ბ) ვერცხლი    გ) პალადიუმი   დ) როდიუმი 

დ) როდიუმი

100

ლითონი, რომელმაც ბრინჯაოს ხანა შექმნა (სპილენძთან შენადნობში). მისი რიგითი ნომერია 50 და ის IV ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფშია 

ა) ტყვია    ბ) გერმანიუმი     გ) კალა     დ) სტიბიუმი

გ) კალა

100

ამ d-ელემენტის რიგითი ნომერია 21 და ის მე-4 პერიოდის პირველი გარდამავალი ლითონია. რომელია ის? 

ა) ტიტანი    ბ) იტრიუმი  გ) სკანდიუმი (Sc)                  დ) კალციუმი

გ) სკანდიუმი

100


ამ ელემენტის რადიოაქტიური იზოტოპი (კო-60) გამოიყენება მედიცინაში სიმსივნეების სამკურნალოდ („კობალტის ქვემეხი“). რომელია ის?

ა) ნიკელი    ბ) ქრომი     გ) კობალტი   დ) რუთენიუმი  

გ) კობალტი 

100

ეს ელემენტი ძვირფასი ქვის — ცირკონის შემადგენლობაშია და მისი ოქსიდი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბრილიანტს.

ა) ტიტანი    ბ) ჰაფნიუმი   გ) ცირკონიუმი  დ)მოლიბდენი  

გ) ცირკონიუმი

100

უნიკალური d-ელემენტი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ელექტრონები გარე s-ორბიტალზე და შეუძლია თავის მოცულობაზე 900-ჯერ მეტი წყალბადი შთანთქას.

 ა) პალადიუმი  ბ) პლატინა   გ) ნიკელი  დ) ვერცხლი

ა) პლადიუმი

100

ამ ელემენტის მეორე სახელია ანტიმონი. ის არის ნახევარგამტარი p-ელემენტი V ჯგუფში. ძველეგვიპტელები მას თვალის შესაღებად (სურმად) იყენებდნენ.

 ა) დარიშხანი    ბ) სტიბიუმი   გ) ბისმუტი   დ) კალა 


ბ) სტიბიუმი

100

მენდელეევის მიერ ნაწინასწარმეტყველები „ეკა-სილიციუმი“ IV ჯგუფის ელემენტია, რომლის ფარდობითი ატომური მასა დაახლოებით 72-ია. რა ჰქვია მას დღეს?

ა) სილიციუმი    ბ) კალა     გ) გერმანიუმი   დ) ტყვია  

გ) გერმანიუმი

100

თეთრი-ვერცხლისფერი ლითონი, რომელსაც ხშირად იყენებენ სხვა ლითონების დასაფარად ჟანგვისგან დასაცავად და მონეტების დასამზადებლად.

ა) სპილენძი   ბ) ნიკელი  გ) თუთია  დ) პალადიუმი



 

ბ) ნიკელი

100

ამ გარდამავალი ლითონის სახელი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან (ტანტალოსის ქალიშვილის სახელიდან), რადგან ის თვისებებით ძალიან ჰგავს ტანტალს.

ა) ვანადიუმი   ბ) ნიობიუმი  გ) მოლიბდენი   დ) ვოლფრამი  

ბ) ნიობიუმი

100

საუკეთესო ელექტრო და თბოგამტარი ლითონი კაცობრიობისთვის ცნობილ ელემენტებს შორის. მისი რიგითი ნომერია 47

ა) სპილენძი   ბ) ოქრო    გ) ვერცხლი   დ) ალუმინი

გ) ვერცხლი

100

მე-6 პერიოდის ძალიან ტოქსიკური მძიმე ლითონი  რომელიც III ჯგუფშია. ისტორიულად მის მარილებს მღრღნელების საწამლავად და დეტექტივებში ფარულ იარაღად იყენებდნენ.

ა) ტყვია    ბ) ბისმუტი     გ) ტალიუმი    დ) ინდიუმი



გ) ტალიუმი

100

ეს გარდამავალი ლითონი გამოირჩევა საოცარი სიმტკიცით, სიმსუბუქითა და კოროზიისადმი მედეგობით, რის გამოც ფართოდ გამოიყენება ავიაციასა და მედიცინაში (იმპლანტებში)

ა) ვანადიუმი   ბ) ტიტანი     გ) ქრომი     დ) რკინა

ბ) ტიტანი

100

პირველი ლითონი, რომელიც კაცობრიობამ გამოიყენა. მისი რიგითი ნომერია 29 და ახასიათებს ელექტრონის „გადახტომა“ გარე შრეზე  

ა) ოქრო     ბ) ვერცხლი   გ) სპილენძი   დ) თუთია

გ) სპილენძი

100

მაღალლღობადი ლითონი, რომლის სახელი ბერძნულად „ტყვიას“ ნიშნავს, თუმცა თავად d-ელემენტია. ფართოდ გამოიყენება მეტალურგიაში.

ა) მოლიბდენი ბ) ვოლფრამი  გ)ქრომი     დ) მანგანუმი  

ა) მოლიბდენი

100

ტოქსიკური ლითონი, რომელიც თუთიის თანამგზავრია და ხშირად გამოიყენება ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორებსა და ბატარეებში.

ა) კადმიუმი   ბ) ვერცხლისწყალი   გ) ტყვია    დ) კალა






ა) კადიუმი

100

მძიმე, რბილი და პლასტიკური ლითონი მიუხედავად იმისა, რომ p-ელემენტია, ის კარგად შთანთქავს რენტგენის და რადიოაქტიურ გამოსხივებას, რის გამოც დამცავ ფარებში გამოიყენება.

 ა) ბარიუმი    ბ) ბისმუტი     გ) ტყვია   დ) თალიუმი 

გ) ტყვია

100

ამ ლითონის რიგითი ნომერია 25. ის შედის კალიუმის პერმანგანატის („მარგანცოვკის“) შემადგენლობაში და ბიოლოგიურად უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

ა) ქრომი    ბ) რკინა   გ) მანგანუმი  დ) კობალტი  

გ) მანგანუმი

100

მე-4 პერიოდის ბოლო d-ელემენტი, რომლის ელექტრონული ფორმულა სრულიად შევსებულია გამოიყენება რკინის მოსათუთიებლად

ა) კადმიუმი   ბ) თუთია    გ) სპილენძი   დ) ტიტანი

ბ) თუთია

100

პლატინის ჯგუფის კეთილშობილი ლითონი, რომლის სახელიც ლათინურად „რუსეთს“ ნიშნავს (მისი აღმოჩენის ადგილის პატივსაცემად).

ა) როდიუმი  ბ) რუთენიუმი გ) პალადიუმი   დ)ოსმიუმი




ბ) რუთენიუმი

100

მე-5 პერიოდის p-ელემენტი (III ჯგუფი),. ის საოცრად რბილი ლითონია და მისი ოქსიდი გამოიყენება სმარტფონების სენსორული ეკრანების (Touchscreen) დასამზადებლად.

ა) გალიუმი     ბ) ინდიუმი     გ) კალა   დ) თალიუმი  

ბ) ინდიუმი

100

ამ ელემენტის რიგითი ნომერია 23. მას ხშირად უმატებენ ფოლადს სიმტკიცისთვის. რომელი ელემენტია ეს

ა) ქრომი     ბ) ტიტანი     გ) მანგანუმი     დ) ვანადიუმი  

დ) ვანადიუმი