ა,ბ,გ,დ,ე
მოქალაქეობა
მათემატიკა
სპორტი
ჩვენი საქართველო
100

დაასახელეთ კონტინენტი დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო.

ანტარქტიდა

100

რომელია ქვეყნის მთავარი კანონი?

კონსტიტუცია

100

 როგორ რიცხვს ეწოდება მარტივი რიცხვი?

ნატურალურ რიცხვს, რომელსაც ორი გამყოფი აქვს: ერთი და თავისი თავი

100

ვის ეკუთვნის ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქროს მედლის რეკორდი ცურვაში?


მაიკლ ფელპსი

100

თბილისის დაარსებამდე, რომელი ქალაქი ატარებდა დედაქალაქის სტატუსს საქართველოში?

 მცხეთა

200

ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ევროპაში, დაფუძნდა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში კელტების მიერ. 2003 წლიდან არის სერბეთის დედაქალაქი.

ბელგრადი

200

რამდენი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოში?

2

200

რას გვეუბნება პითაგორას თეორემა?

კათეტების კვადრატთა ჯამი უდრის ჰიპოტენუზის კვადრატს

200

რომელ სპორტში მოიპოვა პოპულარობა მუჰამედ ალიმ?

კრივი

200

რას უწოდებენ უძველეს სავაჭრო გზას?

აბრეშუმის გზა

300

ბერძნულ მითოლოგიაში მიწისა და მიწისქვეშეთის, ქვესკნელის ქალღმერთი; მისგან წარმოიშვა ყველაფერი, მათ შორის ღმერთები და ადამიანები.

გეა

300

ვინ დაარსა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება?

ილია ჭავჭავაძემ

300

რამდენია იმის ალბათობა, რომ კამათლის გაგორებისას კენტი რიცხვი დაჯდება?

½

300

ვინ არის ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც მოიგო NBA ჩემპიონატი, ოლიმპიური ოქროს მედალი, NCAA ჩემპიონატი და FIBA მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი?

მაიკლ ჯორდანი

300

ვის სახელს უკავშირდება ქრისტეს კვართის ჩამოტანა მცხეთაში?

ელიოზ მცხეთელს

400

XX საუკუნის დასაწყისში ინტელექტუალური, ლიტერატურული, ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.

დადაიზმი


400

რომელ ქვეყანაში შეიქმნა „ბილი უფლებათა შესახებ“ მე-17 საუკუნეში?

დიდ ბრიტანეთში

400

რამდენია წესიერი ხუთკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი?

540

400

რომელმა ქვეყანამ მოიგო პირველი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს?

ურუგვაი

400

ვინ ხელმძღვანელობდა 13 ასურელ მამას ?

იოანე ზედაზნელი

500

გათავისუფლება ვინმეზე დამოკიდებულებისაგან, უფლებრივად გათანასწორება. (დაასახელეთ,რომელი ტერმინის განმარტებაა.)

ემანსიპაცია

500

 სად იყო დამკვიდრებული აპარტეიდის სახელით ცნობილი სისტემა ?

სამხრეთ აფრიკაში

500

 რამდენია მართკუთხედის ფართობი, თუ მისი გვერდები 8 და 6 სმ-ის ტოლია?

48 კვ.სმ

500

ვინ არის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი?

მიროსლავ კლოზე

500

რომელი მეცნიერება შეისწავლის ხალხის წარმომავლობას და ტრადიციებს?

ეთნოგრაფია