არსებითი სახელი
ზედსართავი სახელი
რიცხვითი სახელი
წინადადება
კომპოზიტები
100

რომელია კონკრეტული სახელი?

ა) მეგობარი;

ბ) მეგობრობა

ა) მეგობარი

100

რომელია ზედსართავი სახელის კითხვა?

ა) რას შვრება?

ბ) ვინ?

გ) როგორი?

გ) როგორი?

100

რამდენი სახის და რომელი რიცხვითი სახელები ვიცით?

სამი სახის:  რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი

100

რამდენი სახის წინადადება გვაქვს ქართულში და რომელია ისინი?

ხუთი სახის: თხრობითი, კითხვითი, ძახილის, კითხვა-ძახილისა და ბრძანებითი

100

რომელია სწორი ფორმა?

ა) თავ-თავი;

ბ) თავთავი

ბ) თავთავი

200

რომელია აბსტრაქტული სახელი?

ა) ახალგაზრდობა;

ბ) ახალგაზრდები

ა) ახალგაზრდობა

200

რომელი თავსართ-ბოლოსართი აწარმოებს ოდნაობით ზედსართავ სახელს?

ა) უ _____ ეს;

ბ) მო _____ ო.

ბ) მო ____ ო

200

რომელი რიცხვითი სახელები იწერება ერთად?

ასის ჩათვლით რიცხვითი სახელები იწერება ერთად

200

რომელი სასვენი ნიშანი იწერება კითხვით-ძახილის წინადადების ბოლოს?

?!

200

რომელია სწორი ფორმა?

ა) ბედ-იღბალი?

ბ) ბედიღბალი

ა) ბედ-იღბალი

300

რომელია საკუთარი სახელი?

ა) თბილისი;

ბ) მთა

ა) თბილისი

300

რომელი თავსართ-ბოლოსართი აწარმოებს უფროობით ზედსართავ სახელს?

ა) უ _____ ეს;

ბ) მო _____ ო.

ა) უ ___ ეს

300

რომელია სწორი ფორმა?

ა) ოთხმოცდა შვიდი;

ბ) ოთხმოცდაშვიდი

ბ) ოთხმოცდაშვიდი

300

რომელი სასვენი ნიშანი იწერება ბრძანებითი წინადადების ბოლოს?

!

300

რომელია სწორი ფორმა?

ა) ღარიბ-ღატაკი;

ბ) ღარიბღატაკი

ა) ღარიბ-ღატაკი

400

რომელია საზოგადო სახელი?

ა) ქუთაისი;

ბ) ქალაქი

ბ) ქალაქი

400

რომელია სწორი ფორმა?

ა) დედამ ლიას ძალზე ულამაზესი კაბა უყიდა.

ბ) გიორგი სკოლაშო საუკეთესო მოსწავლეა.

ბ) გიორგი სკოლაშო საუკეთესო მოსწავლეა.

400

რომელია სწორი ფორმა?

ა) ას ოცდა შვიდი;

ბ) ას ოცდაშვიდი;

გ) ასოცდაშვიდი

ბ) ას ოცდაშვიდი;

400

რომელი წინადადების ბოლოს იწერება წერტილი?

თხრობითი წინადადების ბოლოს

400

რომელია სწორი ფორმა?

ა) ორორი;

ბ) ორ-ორი

ბ) ორ-ორი

500

რას ეწოდება არსებითი სახელი?

საგნის აღმნიშვნელ სიტყვას

500
რომელია მცდარი ფორმა?

ა) "იავნანამ რა ჰქმნა" უკარგესი მოთხრობაა.

ბ) დათომ წინაზე უარესი შედეგით დაასრულა სასწავლო წელი.

ა) "იავნანამ რა ჰქმნა" უკარგესი მოთხრობაა.

500

როგორ იწერება რიგობითი რიცხვითი სახელი?

რაოდენობით რიცხვით სახელზე მე__ე თავსართ-ბოლოსართის დართვით.

500

რომელი წინადადება შეიძლება გამოხატავდეს:სიხარულს, მწუხარებას, აღტაცებას, ნატვრას და ა.შ.

ძახილის წინადადება

500

რომელია სწორი ფორმა?

ა) მამა-შვილობა;

ბ) მამაშვილობა

ბ) მამაშვილობა