ტერმინები
კანონმდებლობა
აღსრულება
მონაწილეობა/უფლებები
აღკვეთის ღონისძიებები
100

ვინ არის არასრულწლოვანი? 

18 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი, არასრულწლოვანი დაზარალებული, არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. 

100

რომელი კანონით აღსრულედბა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება? 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით

100

 განრიდების, აღდგენითი მართლმსაჯულება (ზარალის ანაზღაურება, პატიმრობა. რომელია უკიდურესი ზომა და რატომ?

დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი.

უკიდურესი ღონისძიება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.

100

როგორ მიმდინარეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე?

 კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება.

100

რა ღონისძიებები შეიძლება იქნეს გამოყენებული არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ?

 აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, გირაო, პატიმრობა.

200

რა არის განრიდება?

 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

200

რა მოხდება, თუ თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი არასრულწლოვანი იყო და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი?

 მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.

200

რას გულისხმობს არასრულწლოვნის წერილობითი გაფრთხილება?


არასრულწლოვნის წერილობითი გაფრთხილება ნიშნავს მისთვის იმის განმარტებას, თუ რა ზიანი გამოიწვია მისმა ქმედებამ და რა შედეგი მოჰყვება დანაშაულის განმეორებით ჩადენას.

200
რა ხდება, როცა კონონთან კონფლიქტში მყოფი, ვერ ლაპარაკობს სმართალწარმოების ენაზე?

არასრულწლოვანი უფასოდ სარგებლობს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა ანდა მას არ შეუძლია ილაპარაკოს ამ ენაზე.

200
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს არასრულწლოვანის პატიმრობა?

არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

300

რა არის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია ?

არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად.

300

დაასახელეთ პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი.

მინიმალური ასაკი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის 14 წელია, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის – 16 წელი.

300

როდის არ შეიძლება დაიკითხოს არასრულწლოვანი? 

 არასრულწლოვანი არ შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.

300

ვინ არიან სპეციალიზებული მუშაკები? 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მუშაკები, სპეციალიზებული ადვოკატი, სპეციალიზებული პროკურორი, პოლიციელი, ფსიქოლოგი, მედიატორი. მათ უნდა წარადგინონ სპეციალური საბუთი. 

300

ჩამოთვალეთ სასჯელის სახეები.

ჯარიმა; შინაპატიმრობა; საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

400

განმარტე დისკიმინაცია, , სეგრეგაცია, პრიორიტეტი, პრევენცია?

შევიწროვება-დამცირება, შეზღუდვა.

ეთნიკური, რასობრივი, ან რაიმე ნიშნით გამორჩევა, განცალკევება.

უპირატესობა

წინასწარი ქმედება, რაიმეს თავიდან აცილების მიზნით. 

400

რა არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მთავარი მიზანი? 

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა. არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.

400

როგორ უნდა ჩატარდეს არასრულწლოვანის ჩხრეკა?

მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით. 

400

არის თუ არა არასრულწლოვნის ნასამართლევობა საჯარო? 

არასრულწლოვნის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. დაუშვებელია არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება და გამოქვეყნება.

400

ჩამოთვალეთ სასჯელთა ვადები. 

შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე. 

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-400 საათი. დღეში არაუმეტეს 4 საათისა. 

ვადანი თავისუფლების აღკვეთა მძიმე და განსაკუთრებით მძიიმე დანაშაულის დროს.

14 წლისა არაუმეტეს 10 წელი

16 წლისა არაუმეტეს 12 წელი

უცხოელის გაძევება. მსუბუქი-2-6 წელი

მძიმე-4-15 წელი


500

რა არის ვიქტიმიზაცია?

დაზარალება არასამართლებრივი ქმედებით. 

500

რას გულისხმობს მედიაცია? 

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა. მედიაციის პროცესში მონაწილეობს აგრეთვე არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი ან/და სხვა პირი. სურვილის შემთხვევაში ამ პროცესში მონაწილეობის მიღება პროკურორსაც შეუძლია.

500

მონაწილეობენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები არასრულწლოვნის საქმის განხილვაში?

არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება.

500

არასრულწლოვნას ოჯახთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობის რომელი უფლებები აქვს?

თვეში 4 ხანმოკლე პაემანი, 4 ხანგრძლივი.

5 სატელეფონო საუბარი, არაუმეტეს 15 წუთი, საკუთარი ხარჯით. ამანათის მიღება, პირადი ტელევიზორით, რადიომიმღებით სარგებლობა, მაღაზიით სარგებლობის უფლება, პირადი ანგარიშით. 

500

რამდენი წლის შემდეგ ნადგურდება არასრულწლოვანის დასრულებული სააღსრულებო საქმე არქივიდან. 

არაუმეტეს 10 წლისა.