ხვიჩა კვარაცხელიასა და ტერენტი გრანელის მშობლიურ ამ ქალაქს მეგრულად "წენდიხას" ეძახიან
წალენჯიხა
გარეული ფრინველის ნაშიერი (გამოჩეკიდან ფრენის დაწყებამდე)
ბარტყი
კაფკას ეს გმირი აღმოაჩენს, რომ საზარელ მწერად გადაიქცა
გრეგორი ზამზა
ამ სასმლის წარმოებას საფუძველი 1887 წელს აფთიაქარმა მიტროფანემ ჩაუყარა
ლაღიძის წყლები
ეს ფიზიკური მოწყობილობა თვალსაჩინოდ ამტკიცებს, რომ დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს
ფუკოს ქანქარა
ეს ქალაქი პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის, პტოლემეს, „გეოგრაფიაში“ „Teleda“-ს ფორმით
თელავი
X2
ბათუმი ამ იტალიური ქალაქის დაძმობილებული ქალაქია
ბარი
ის პოპულარული საბავშვო წიგნისა და მულტფილმის მთავარი გმირია, რომელიც თავის მეგობარ ვილისთან ერთად ტოვებს სკას თავგადასავლების საძიებლად
ფუტკარი მაია
1961 წელს კოკა-კოლამ ეს სასმელი გამოუშვა, როგორც პასუხი კონკურენტ "7 Up"-ზე, ხოლო მისი სახელი ინგლისურად "ელფს" ან "სულს" ნიშნავს
Sprite
გერმანელი ფიზიკოსის პატივსაცემად დარქმეული ეს კანონი ადგენს კავშირს გამტარში გამავალ დენის ძალას, ძაბვასა და წინაღობას შორის (I = U/R)
ომის კანონი
X2
ამ ქალაქს ემსახურება ადგილობრივი მნიშვნელობის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი
მესტია
ამ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან კარავაჯო და რუბენსი
ბაროკო
ერლომ ახვლედიანის ეს წიგნი 2010 წელს გამოიცა
კოღო ქალაქში
ამ სასმლის ფანები ამტკიცებენ, რომ მისი გემო არც ერთ სხვას არ ჰგავს, რადგან ის 23 სხვადასხვა არომატის გასაიდუმლოებულ ნაზავს წარმოადგენს. ის კოკა-კოლაზე ერთი წლით ადრე, 1885 წელს შეიქმნა
ფიზიკის ეს კანონი ამბობს, რომ დრეკადი დეფორმაციისას სხეულში აღძრული ძალა პირდაპირპროპორციულია სხეულის წაგრძელებისა.
ჰუკის კანონი
1947 წლამდე ბორჩალოს სახელით ცნობილი ამ ქალაქის სახელი ღვინის შესანახ ადგილს უნდა უკავშირდებოდეს
მარნეული
არავაკულ ენებზე მოსაუბრე ტომების შთამომავლების ცნობების თანახმად, ამ ქვეყნის ძველი სახელი შეიძლება ითარგმნოს, როგორც "წითელი მიწა თეთრი კბილებით"
ბარბადოსი
არაქნე
X2
ეს ბრენდი 1940 წელს გერმანიაში შეიქმნა კოკა-კოლას სიროფის დეფიციტის გამო და მისი სახელი გერმანული სიტყვიდან მომდინარეობს, რომელიც ქართულად "წარმოსახვად" ითარგმნება
Fanta
ეს კონცეფცია შეიძლება ასეც განიმარტოს: როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა გვიახლოვდება, მისი სირენის ხმა უფრო მაღალი გვეჩვენება, ხოლო დაშორებისას - დაბალი.
დოპლერის ეფექტი
იმერეთის ამ ქალაქში, რომელსაც გარკვეული დროით წულიკიძე ეწოდებოდა, დაიბადნენ ირაკლი აბაშიძე და ნანა მჭედლიძე
ხონი
პირველი ეს კახი ასათიანმა "დაიმსახურა" 1970 წელს
ყვითელი ბარათი
X2
ის კირით უნგოლის საზღვრებთან ბინადრობს
შელობი
X2
მიკროსკოპული ნაწილაკების უწყვეტი და ქაოსური მოძრაობა, რომელსაც სახელი ბოტანიკოსის პატივსაცემად ეწოდა
ბრაუნის მოძრაობა