მატრიცული "ტრა"
მწვანე თემა
წელიწადის დროები
ც.ა.რ.ც.ი
უკანასკნელი თემა
100

X2

ამ ადამიანის მიერ 1994 წელს განსახიერებულ, დაბნეულობის გამომხატველ, პერსონაჟს მიმის სახით აუცილებლად შეხვდებოდით

ჯონ ტრავოლტა

100

ერთი მაღაზიის საიტზე "მარნეულის" 530 გრამიანი ეს პროდუქტი ფასდაკლების 3.99 ლარი ღირს

მწვანე ტყემალი

100

ეს პიესა დაიწერა რომელიმე დიდგვაროვანის საქორწინო ცერემონიალზე წარსადგენად, რომელსაც შესაძლოა თვით დედოფალი ელიზაბეთიც ესწრებოდა

ზაფხულის ღამის სიზმარი

100

იაკობ გოგებაშვილის ეს მოთხრობა გვაჩვენებს, რომ ტყუილი მთქმელს ცუდად უბრუნდება

ცრუ

100

ამ თამაშში აღწერილია პოსტაპოკალიპტური სამყარო, სადაც სოკოვანი ინფექცია ანადგურებს ცივილიზაციას

უკანასკნელი ჩვენგანი

200

ამ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად თურქია, თუმცა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მასში და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ პონტოელი ბერძნები, ლაზები, სომხები და სხვა ეთნიკური ჯგუფები.

ტრაპიზონი

200

X2

2005 წლის ეს კრიმინალური დრამა აღწერს საფეხბურთო კლუბების დაპირისპირებებს გაერთიანებულ სამეფოში

მწვანე ქუჩის ხულიგნები

200

1994 წელს გადაღებული რომანტიკული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა მისდაუნებურად ლადლოუს ოჯახის ყველა მამაკაცის ბედი ერთმა მომხიბვლელმა ქალმა

შემოდგომის ლეგენდები

200

ფარაონების სახელების გამოყენება შუა სახელად, როგორც ჩანს, მიღებული პრაქტიკა ყოფილა, რომელსაც ამ მეკარის მშობლებიც მიჰყვნენ

ალისონ რამზეს ბეკერი

200

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის ვინ არის პირველი, ალბათ ცოტას თუ ეცოდინება, რომ უკანასკნელი, ვინც ეს გააკეთა იუჯინ კერნანია

მთვარეზე ფეხი დადგა

300

ამ რომანს ავტორი აღწერს, როგორც ტრაგედიას პიროვნებისა, რომელიც ვერც დამყარებულ ბიურგერულ ყოფას შეჰგუებია და არც მაღალი იდეალებისაკენ სწრაფვისათვის საჭირო სასიცოცხლო ძალები შერჩენია.

ტრამალის მგელი

300

მისი ნამდვილი სახელია ჰაროლდ ჯორდანი და ძალას ბეჭდიდან იღებს

მწვანე ლამპარი

300

X3

ამ ლექსის მეორე ტაეპი გვამცნობს, რომ წვრილმა ფრინველმა ერთ ხანგრძლივად მცხორები მცენარიდან მეორეზე გადასვლა მოინდომა.

გაზაფხულის საღამო

300

ამ აფრიკის ქვეყანას ათასი ბორცვის მხარესაც უწოდებენ

რუანდა

300

1991 წლის ამ ფილმში ბრიუს უილისი სტრიპტიზიორის მკვლელობას იძიებს

უკანასკნელი ბოი სკაუტი

400

ალპინისტების გადასვლა მარშრუტით, რომელიც გადის მთაგრეხილის თხემზე და მოიცავს რამდენიმე მწვერვალს

ტრავერსი

400

აქ ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 1500-2000 დოლარია

მწვანე უბანი ლისზე

400

მხატვარმა ეს ნახატი 1924 წელს, პარიზში ყოფნისას, პიტერ ბრეიგელის სურათების ხილვის შემდეგ შთაბჭდილებების ქვეშ მყოფმა დახატა

კახეთი. ზამთარი

400

X2

დავით ბეშიტაიშვილთან ერთად, ის ახმოვანებდა ხოლმე GDS-ზე ფილმებს

ციკო ინაური

400

ეს წიგნი დაგმო, როგორც კათოლიკურმა, ასევე საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა, რის შემდეგაც რომანს არაერთი ქრისტიანული დაჯგუფება და მემარჯვენე ორგანიზაცია დაუპირისპირდა

ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება

500

თავდაპირველად მას ბრინჯაოს არწივი აგვირგვინებდა, შემდგომ - ტრაიანეს ქანდაკება, ხოლო 1587 წლიდან - პეტრე მოციქულის ქანდაკება

ტრაიანეს სვეტი

500
ეს რელიგიური დაწესებულება ჩითახევში მდებარეობს

მწვანე მონასტერი

500
რომანის სათაური მომდინარეობს შექსპირის პიესიდან "რიჩარდ III" და ავტორის ერთადერთი რომანია, რომლის მოქმედებაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმდინარეობს
ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
500

დიდი ბრძოლის შემდეგ მან დაამარცხა თავისი ძმა სვიატოპოლკი და კიევის დიდი მთავარი გახდა

იაროსლავ ბრძენი

500

X2

ბრიტანული კოლუმბიის სწორედ ამ ქალაქში გაიმართა ტეილორ სვიფტის ერას ბოლო ტური

ვანკუვერი