I ჯგუფი
II ჯგუფი
III ჯგუფი
IV ჯგუფი
V ჯგუფი
100

რომელი მეტს იწონის 1 კილოგრამი ბუმბული, თუ 1 კილოგრამი ქვა?

ერთი და იგივე წონა აქვს

100

რამდენი დარჩება, თუ შვიდი ანთებული სანთელიდან 2-ს ჩავაქრობთ?


ორი სანთელი

100

რამდენი მიწაა ორმოში, რომლის სიმაღლეა 2 მ, სიგანეა 2 მ და სიგრძე 2 მ ?

ორმოში მიწა არ არის

100

გუგული ბარტყების გამოსაჩეკად 9 კვერცხზე დაჯდა და ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი გამოჩეკა. ყველაზე მეტი რამდენი ბარტყი შეიძლება გამოჩეკოს კიდევ ამ გუგულმა?

არცერთი.

გუგული თავად არ ჩეკავს ბარტყებს. 

100

მარო ბებოს ქათამმა 3 დღეში 6 კვერცხი დადო. რამდენ კვერცხს დადებს მაროს კრუხი ორ დღეში?

კრუხი კვერცხებს არ დებს

200

გამყიდველმა ხაჭაპური 4 ნაწილად დაჭრა და თითოეული ნაწილი 5 ლარად გაყიდა, ხოლო ლობიანი 8 ნაწილად დაჭრა და თითოეული ნაწილი 2 ლარად გაყიდა. რამდენი ლარი მიიღო სულ გამყიდველმა ერთი ხაჭაპურის და ერთი ლობიანის ასეთნაირი გაყიდვით?

ა) 30

ბ) 32 

გ) 36

გ) 36

200

ავტობუსში 32 მგზავრი იყო. გაჩერებაზე 6 მგზავრი ჩავიდა და მისი ნახევარი ამოვიდა. რამდენი მგზავრი გახდა ამის შემდეგ ავტობუსში?

ა) 26

ბ) 29

გ) 25

ბ) 29

200

ვედროში 18 ლიტრი წყალი ესხა. ამ ვედროდან ნახევარი ცარიელ ქილაში გადაასხეს. შემდეგ ქილიდან 4 ლიტრი ისევ ვედროში დააბრუნეს. რამდენი ლიტრი წყალი დარცა ქილაში?

ა) 4 ლიტრი

ბ) 5 ლიტრი

გ) 9 ლიტრი

ბ) 5 ლიტრი

200

პირველ კასრში 32 ლიტრი ღვინოა, მეორეში - მისი ნახევარი. რამდენი ლიტრი უნდა გადავასხათ პირველი კასრიდან მეორეში, რომ ორივე კასრში ღვინოების რაოდენობა გათანაბრდეს?

ა) 4 ლიტრი

ბ) 8 ლიტრი

გ)12 ლიტრი

ბ) 8 ლიტრი

200

მიხომ სამოცლიტრიანი სავსე კასრიდან 5 ლიტრი გადმოასხა. კიდევ რამდენი ლიტრი უნდა გადმოასხას მიხომ, რომ კასრი სანახევროდ დაიცალოს?

ა) 5

ბ) 15

გ) 25

გ) 25

300

თორმეტი ყუთის დაწყობის შემდეგ ცარიელი ავტომობილი სანახევროდ შეივსო. რამდენი ყუთია საჭირო ორი ასეთი ავტომობილის მთლიანად დასატვირთად?

ა) 24

ბ) 36

გ) 48

გ) 48

300

პირველ ყუთში 5 ბურთია, მეორეში ორჯერ მეტი, ვიდრე პირველში და 2-ით მეტი, ვიდრე მესამეში. რამდენი ბურთია სამივე ყუთში ერთად?

ა) 23

ბ) 25

გ) 27

ა) 23

300

ნინოს 24 ღილი აქვს, ეკას ორჯერ ნაკლები, ვიდრე ნინოს და სამით მეტი, ვიდრე მაკას. რამდენი ღილი აქვს ნინოს, ეკას და მაკას ერთად?

ა) 21 

ბ) 33

გ) 45


გ) 45

300

მაღაზიას 24 ტომარა ფქილი ჰქონდა. პირველ დღეს გაიყიდა ამ ფქვილის ნახევარი, ხოლო მეორე დღეს -  დარჩენილი ფქვილის ნახევარი. რამდენი ტომარა ფქვილი დარცა მაღაზიაში ამის შემდეგ?

ა) 3

ბ) 6

გ) 9

ბ) 6

300

გიგას 90 ლარი ჰქონდა. პირველ დღეს მან დახარჯა 20 ლარი, ხოლო მეორე დღეს დარჩენილი თანხის ნახევარი. რამდენი ლარი დარჩა გიგას ამის შემდეგ?

ა) 45

ბ) 40

გ) 35

გ) 35

400

მაღაზიის ერთ თაროზე 5 შეკვრა დევს, თითოეულში რვა-რვა წიგნით, მეორე თაროზე კი-6 შეკვრა თითოეულში ათ-ათი წიგნით. რამდენი წიგნია ამ ორ თაროზე ერთად?

ა) 80

ბ) 90

გ) 100

გ) 100

400

ვანოს 64 კაკალი ჰქონდა. მან ნიკოს მისცა 18 კაკალი, ხოლო ნინოს ნიკოზე 4 კაკალიტ ნაკლები. რამდენი კაკალი დარჩა ამის შემდეგ ვანოს?

ა) 36

ბ) 34

გ) 32

გ) 32

400

მკერავი შაბათს 8 კაბას კერავს, კვირას ისვენებს, კვირის დანარჩენ დღეებში კი ყოველდღიურად კერავს შვიდ-შვიდ კაბას. რამდენ კაბას შეკერავს მკერავი ერთი კვირის განმავლობაში?

ა) 43

ბ) 42

გ) 41

ა) 43

400

ბებომ თხილის გულებით 6 ჩურჩხელა გააკეტა. თითოეულ ჩურჩხელაზე 8 თხილის გულია. ამის შემდეგ ბებოს კიდევ დარჩა 35 თხილის გული. რამდენი თხილის გული ჰქონდა ბებოს?

ა) 41

ბ) 73

გ) 83

გ) 83

400

თეამ 18 ნიჟარა შეაგროვა, გიგამ - მისი ნახევარი, ხოლო კახამ  - 12 ნიჟარით მეტი, ვიდრე გიგამ. რამდენი ნიჟარა შეაგროვა გიგამ და კახამ ერთად?

ა) 30

ბ) 40

გ) 48

ა) 30

500

მიტოს მამა გიორგის ერთ-ერთი შვილია. გიორგისთვის რა ნათესავია მიტო?

შვილიშვილი

500

მაგიდაზე ერთ რიგში დგას ერთმანეთზე მიდგმული ოთხი ჭიქა. პირველი ორი წყლითაა სავსე, ხოლო დანარჩენი ცარიელია. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მხოლოდ ერთ ჭიქაზე შეხებით ცარიელი და სავსე ჭიქები დავალაგოთ მორიგეობით?

პირველი ჭიქიდან წყალი უნდა გადავასხათ მეოთხე ჭიქაში

500

კატა ხეზე 3 წუთში ადის, თაგვი ოთხჯერ უფრო გვიან, ხოლო ვირი ექვჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე თაგვი. რამდენ წუთში ავა ხეზე ვირი?

ვირი ხეზე არ დადის

500

ხეზე 5 ჩიტი იჯდა. მონადირემ მათ თოფი ესროლა და 2 მოკლა. რამდენი ჩიტი დარჩა ამის შემდეგ ხეზე?

არც ერთი, ვინაიდან ორი ჩამოვარდა და დანარცენი გაფრინდა

500

ტომი ზაფხულში ბებოსთან იყო. ბებია უცნაურად იქცეოდა: უყურებდა რიცხვს 1-ს და ამბობდა 5-ს. სად იყურებოდა ბებია ამ დროს და რატომ იქცეოდა ასე?

უყურებდა საათს და ითვლიდა წუთებს

1-5

2-10

3-15 ...