ვინ იყო პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნბა-ში 1998 წელს სიეტლ სუპერსონიკის რიგებში ითამაშა
ვლადიმერ სტეფანია.
რამდენჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება ბარსელონა პეპ გვარდიოლას თავკაცობით?
რომელი ჩოგბურთელს აქვს გატარებული ATP-ს რეიტინგის სათავეში ყველაზე დიდი დრო?
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა ამ ტურნირზე 6 სხვადასხვა კლუბის მაისურით შეძლო
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ვიკიპედიაზე დაყრდნობით ზაზა ფაჩულიას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, დაგვისახელე მეორე ქვეყანა თუ გეტყვით რომ აშშ-ს გარდა მხოლოდ ამ ქვეყანაში უასპარეზია.
თურქეთი
ისტორიაში პირველად ბარსელონამ მაისურის წინა მხარეს 2006 წელს ამ საქველმოქმედო კომპანიის ლოგო დაიტანა. დაგვისახელე კომპანია.
უნისეფი
ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო?
ჩემპიონთა ლიგა/ თასის ისტორიაში, სულ 2 გუნდია ისეთი, რომელიც ფინალში მინიმუმ 2-ჯერ გავიდა და მოგების მაჩვენებელი 100% აქვს. დაგვისახელეთ ეს ინგლისური და პორტუგალიური გუნდები
ნოტინგემი და პორტუ
NBA-ის ისტორიაში პირველი „ქართული“ დაპირისპირება 2003 წლის 8 იანვარს შედგა სადაც ერთმანეთს დენვერი და მაიამი ეთამაშა - დაგვისახელე ეს ორი ქართველი კალათბურთელი
ვლადიმერ სტეფანია და ნიკოლოზ ცქიტიშვილი.
21-ე საუკუნეში ბარსელონას 6 ფეხბურთელი მოხვდა ოქროს ბურთის დაჯილდოების სამეულში, ყველაზე ადვილს გეტყვით ეს მესი, დაგვისახელე დანჩენილი 5 ფეხბურთელი
დეკუ; რონალდინიო; ინიესტა; ხავი; ნეიმარი.
ვისი სახელობისაა ამერიკის ღია პირველობის ცენტრალური კორტი?
თანამედროვე ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის მოგება გუნდით, რომელიც მხოლოდ ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული იშვიათია. თუმცა ეს 1967 წელს ერთმა კლუბმა მოახერხა, რომლის ფეხბურთელებიც საკუთარი კლუბის სტადიონიდან 50 კმ-ის რადიუსში იყვნენ დაბადებულები.
სელტიკი