მაისური, რომელიც მას 2024 წელს NBA-ის სადებიუტი მატჩში ეცვა 762 000 დოლარად გაიყიდა, თუმცა საკითხავია უცხოპლანეტელის გარდა ვის მოერგებოდა ის
ვიქტორი ვემბანიამა
ფაქტობრივად, ერთმანეთის ანტიპოდები, როგორც პოზიციურად, ისე გუნდებით. პარმაში დაბადებულმა შვილმა სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
მარკუს ტურამი, ლილიან ტურამი
ამ კლუბის ლოგოზე მაპუჩეს ტომის ბელადია გამოსახული, რომელიც მე-16 საუკუნეში ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას ედგა სათავეში
კოლო კოლო
მსოფლიო სპორტის ეს ლეგენდა ორგანიზაციაში წესებს მუდამ არღვევდა, ხოლო ის რის გამოც მას ჯარიმების გადახდა უწევდა, ახლა მისი ერთ-ერთი მთავარი ბიზნესია
მაიკლ ჯორდანი
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 22 მატჩში 1 საგოლე გადაცემა აქვს, თუმცა ისეთი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის გრანდს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა
ჯაბა ჯიღაური
მამა ისეთი ვარსკვლავური გუნდის ვარსკვლავურ ეპოქას დაემთხვა, გასაკვირი არ არის, რომ სამშობლოს გარეთ არსად უთამაშია. აი, შვილს რაც შეეხება, 2014 წლის მსოფლიოზე ესპანეთის განადგურებას საფუძველი არა „მფრინავმა” ვან პერსიმ, არამედ მასზე გაკეთებულმა ამ ადამიანის პასმა ჩაუყარა.
დენი ბლინდი და დეილი ბლინდი
ქალაქის მთავარ სიმბოლოსთან ერთად ამ კლუბის ლოგოზე მისი გაჩენა ერთ-ერთი ცირკის საჩუქარს უკავშირდება. არ ვიცით რამდენადაა “ყველა დროის საუკეთესო” მასკოტი, მაგრამ ჰენეს ვაისვაილერის საპატივცემულოდ ჰენეს I ჰქვია (დაასახელეთ კლუბი)
კიოლნი
ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით, რომ იტალიასა და ინგლისში თამაშით ცნობილი ეს ფრანგი, ფეხბურთზე მეტ ფულს ბიოქიმიკატებში იშოვიდა.
მატიე ფლამინი
2017 წლის ფილმში, რომელიც 1980 წლის მოვლენებს ეხება, ამ ადამიანის როლი სვერირ გუდნასონმა შეასრულა
ბიორნ ბორგი
„ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილის სჯობდეს მამასაოს” გაასმაგებული ვერსია - შვილზე საუბარი რომ დაგვეწყო, ეს კითხვა 100-ქულიანი იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მამა ჩატარებული მატჩების მიხედვით, შარლოტ „ჰორნეთსის“ ყველა დროის ლიდერია. ქულებითაც ასე იქნებოდა, რომ არა კემბა უოკერი.
სტეფ კარი და დელ კარი
სიმბოლურია რომ ამ სპორტული ორგანიზაციის ლოგო ზენგ ოიერბახმა შექმნა
ბოსტონ სელტიკსი
მისი სპორტის სათამაშო სივრცისთვის დამახასიათებელი ტემპერატურის შენარჩუნება მას კარიერის შემდგომ, სამშობლოში, კანადაში, საკუთარი სასმელების სარდაფშიც მოუწევდა
უეინ გრეცკი