რიცხვები
მოქმედებები
რიცხვებზე
ფიგურები
ლოგიკა
სახალისო
ამოცანები
100

 რომელი რიცხვია მარტივი?

ა) 15
ბ) 21
გ) 13 

გ) 13

100

რამდენია ½ + ¼?

ა) ¾
ბ) ⅔
გ) 1

ა) ¾

100

3. რამდენი კუთხე აქვს სამკუთხედს?

ა) 2
ბ) 3
გ) 4

ბ) 3

100

საათი აჩვენებს 3:00-ს. რა კუთხეა საათის ისრებს შორის?

ა) 90° 

ბ) 1800

გ) 45°

ა) 90°

100

მამას 40 წელი აქვს, შვილს 10. რამდენი წლის შემდეგ იქნება მამა შვილზე ორჯერ უფროსი?

ა) 10
ბ) 20
გ) 30

ბ) 20

200

 რომელი რიცხვია მომდევნო?

2, 4, 8, 16, __
ა) 24
ბ) 30
გ) 32 

გ) 32

200

რამდენია 2³?

ა) 6
ბ) 8
გ) 9

ბ) 8

200

მართკუთხედის სიგრძეა 12 სმ, სიგანე – 5 სმ. რას უდრის მისი ფართობი?

ა) 17 სმ²
ბ) 60 სმ²
გ) 34 სმ²

ბ) 60 სმ²

200

მე მაქვს ქალაქები, მაგრამ არა სახლები; მდინარეები, მაგრამ არა წყალი; ტყეები, მაგრამ არა ხეები. რა ვარ?

რუკა

200

რა არის ის, რაც რაც უფრო მეტს იღებ, მით უფრო დიდი ხდება?

 ორმო

300

რომელია ყველაზე დიდი რიცხვი, რომლის მიღებაც სამი 2-ით შეიძლება?

 222

300

თუ საათი აჩვენებს 12:00-ს, 24 საათში საათისა და წუთის ისრები რამდენჯერ დაემთხვევა?

ა) 22
ბ) 24
გ) 12

ა) 22

300

კუბს რამდენი წვერო აქვს?

ა) 6
ბ) 8
გ) 12

ბ) 8

300

კუბის ყველა წიბოს სიგრძე 3 სმ-ია. რამდენი სანტიმეტრია ყველა წიბოს საერთო სიგრძე?

ა) 24 სმ
ბ) 36 სმ
გ) 48 სმ

ბ) 36 სმ

300

რამდენი წახნაგი აქვს მართკუთხა პარალელეპიპედს?

ა) 6
ბ) 8
გ) 12

ა) 6

400

რომელი რიცხვია 3-ისა და 5-ის საერთო ჯერადი?

ა) 15
ბ) 18
გ) 20

ა) 15

400

რომელი ტოლია 3/20-ის?

ა) 0,15
ბ) 0,3
გ) 0,015

ა) 0,15

400

თუ კვადრატის  პერიმეტრია 28, მაშინ მისი გვერდი იქნება

ა) 14 სმ
ბ) 4 სმ
გ) 7 სმ

გ) 7 სმ

400

კვადრატს მოვაჭერით ერთი კუთხე. რამდენი კუთხე დარჩება?

ა) 4
ბ) 5
გ) 6

ბ) 5

400

კლასში 30 მოსწავლეა. თითოეულმა ყველას ერთხელ ჩამოართვა ხელი. სულ რამდენი ხელის ჩამორთმევა მოხდა?

ა) 435
ბ) 870
გ) 465


ა) 435

(გამოთვლა: 30 × 29 ÷ 2 = 435)

500

რომელი წილადი უდრის 1/2-ს?

ა) 2/6
ბ) 3/6
გ) 4/10

ბ) 3/6

500

ჩასვით მოქმედების ნიშანი:

0,5 □ 0,5 □ 0,5 = 0,75


0,5 + 0,5 × 0,5 = 0,75

500

რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს კვადრატს?

ა) 2
ბ) 4
გ) 8

ბ) 4

500

სამ მეგობარს — ანას, გიორგის და ნინოს — სხვადასხვა ფერის მაისურები აცვიათ: წითელი, ლურჯი და მწვანე.

  • ანას არ აცვია წითელი.
  • გიორგის არ აცვია ლურჯი.
  • ნინოს არ აცვია მწვანე.
  • ანას არ აცვია მწვანე.

რა ფერის მაისური აცვია თითოეულს?


 პასუხი:

  • ანა — ლურჯი
  • გიორგი — მწვანე
  • ნინო — წითელი
500

10-სართულიან სახლში კაცი ყოველდღე ლიფტით ადის მე-7 სართულამდე, შემდეგ კი ფეხით ადის მე-10-ზე. რატომ?


პასუხი: დაბალი ტანისაა და ლიფტის ღილაკებიდან მხოლოდ მე-7 სართულს წვდება.