პალეოლითი და მეზოლითი
ნეოლითი
რწმენა-წარმოდგენები ნეოლითის ხანაში
რა ცვლილებები მოიტანა მეტალურგიამ?
მიწათმოქმედების უძველესი კერები
100

რამდენი წლის წინ დატოვა აფრიკა ჰომო ერექტუსმა?

2 მილიონი წლის წინ.

100

რომელ ათასწლეულში დასრულდა გამყინვარება?

ძვ.წ. X  ათასწლეულში

100

რომელი ათასწლეულიდან დაიწყო ადამიანმა მეგალითების აგება?

ძვ.წ. VI  ათასწლეულიდან

100

რომელ ათასწლეულში აღმოცენდა ბრინჯაოს მეტალურგია?

ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულში

100

რომელ ქვეყანას უწოდა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ "ნილოსის საჩუქარი"?

ეგვიპტეს

200

რამდენი წლით თარიღდება ჰომო გეორგიკუსი?

1 800 000 წლით;

200

რომელი ათასწლეულით თარიღდება ჩათალ-ჰუიუქი?

ძვ.წ. VII  ათასწლეულით;

200

რომელ ქვეყანაში მდებარეობს სტოუნჰენჯი- ქვის უზარმაზარი ნაგებობები?

ინგლისში

200

რომელ ათასწლეულში ჩაანაცვლა ბრინჯაო რკინამ?

ძვ.წ. პირველ ათასწლეულში;

200

რას ეწოდება ირიგაცია?

ხელოვნურ მორწყვას

300

რამდენი ათასი წლის წინ აღმოაჩინა ადამიანმა  ცეცხლი?

600 000 წლის წინ.

300

რას ნიშნავს აბორიგენი?

ქვეყნის თავდაპირველ მკვიდრ მოსახლეობას

300

რისთვის იყენებდნენ მეგალითებს ზოგჯერ?

ზოგჯერ მეგალითებს იყენებდნენ კოლექტიური სამარხებისთვის.

300

რა მოჰყვა ჭარბი პროდუქტის დამზადებას?

ვაჭრობის ჩასახვა-განვითარება

300

როდის შექმნეს ეგვიპტელებმა მზის კალენდარი?

ძვ.წ. 3100 წელს

400

რამდენი წლით თარიღდება უძველესი ჰომინინი ტუმაი?

7 მილიონი წლით;

400

რითი აშენებდნენ სახლებს ნეოლითის ხანაში?

მზეზე გამომშრალი ტალახის აგურებით;

400

რა იყო საკურთხეველი ძველად?

ადგილი, სადაც ღვთაებას მსხვერპლს სწირავდნენ მისი მფარველობის მოსაპოვებლად.

400

რას ნიშნავს ენეოლითი?

სპილენძ-ქვის ხანას;

400

რამდენი დღისგან შედგებოდა ბაბილონში მთვარის კალენდარი?

354 დღისგან

500

რა ეწოდება რწმენას, რომ გარკვეული საშუალებების გამოყენებას ზებუნებრივი ძალა აქვს და ამ გზით შესაძლებელია  ბუნების ძალებზე გავლენის მოხდენა?

მაგია

500

რა პროცესს ეწოდება "ნეოლითური რევოლუცია"?

ადამიანთა ბინადარ ცხოვრებაზე და მიწათმოქმედებაზე გადასვლას;

500

რის კულტს მიაწერენ მეცნიერები ქალების ქანდაკებების აღმოჩენას ქვის ხანის ნამოსახლარებზე?

ნაყოფიერების კულტს.

500

რომელ მდინარეებს შორის მოქცეული ტერიტორიაა შუამდინარეთი?

ტიგროსსა და ევფრატს შორის

500

რამდენი ათასი წლის წინ დაიწყო ადამიანმა მოსავლის მოყვანა?

10 000 წლის წინ