ქრისტიანობა
ბიზანტია
არაბები
ფეოდალიზმი
შუა საუკუნეები-გლეხების ცხოვრება
100

რომელ წელს მოხდა ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრება?

325 წელს.
100

რას გულისხმობს არაქალკედონიანური მრწამსი?

ქრისტეს მხოლოდ ერთი- ღვთაებრივი ბუნების აღიარებას.

100

რას ნიშნავს სიტყვა  - ისლამი?

ისლამი ნიშნავს მორჩილებას.

100

რას ნიშნავს სიტყვა ფეოდი?

ფეოდი ნიშნავს მიწას.

100

რას ნიშნავს შრომითი ბეგარა?

შრომითი ვალდებულება ბატონის სასარგებლოდ.

200

რას  ნიშნავს პაპიზმი?

იდეოლოგია,რომელიც საერო ხელისუფლებაზე რომის პაპის ხელისუფლების უპირატესობას აღიარებდა.

200

რატომ იყო ჰერაკლე კეისრისთვის დამამცირებელი სპარსელთა მიერ ქრისტეს ჯვრის დატყვევება?

ქრისტეს ჯვარი იყო დიდი სიწმინდე ქრისტიანთათვის,მათ შორის ბიზანტიის იმპერატორისთვის და შესაბამისად დიდი შეურაცხყოფა იყო მისი დატყვევება სპარსელთათვის.

200

ვინ იყო ისლამის ფუძემდებელი?

ისლამის ფუძემდებელი იყო მუჰამედი.

200

ვინ იყო ფეოდალი?

ფეოდალი იყო ფეოდის,მიწის მფლობელი.

200
საქართველოს რომელ კუთხეებში იყო გავრცელებული ერდოგვირგვინიანი დარბაზი?

ქართლში,სამცხე-ჯავახეთში და კახეთში.

300

რომელი დადგენილება დაამტკიცეს 451 წლის ქალკედონის კრებაზე?

451 წლის ქალკედონის საეკლესიო კრებაზე მიიღეს დადგენილება ქრისტეს ორი ბუნების: ღვთაებრივისა და ადამიანურის თანაარსებობის შესახებ.

300

რა არის დინასტიური ქორწინება?

სხვადასხვა ქვეყნის მმართველი საგვარეულოების დანათესავება.

300

რა ჰქვია არაბთა წმინდა ქვას და სად მდებაროებს იგი?

არაბთა წმინდა  ქვას ჰქვია ქააბა და იგი მდებარეობს ქალაქ მექაში.

300

რას ნიშნავს ვასალიტეტი?

შუა საუკუნეებში დაქვემდებარების სისტემა მეფეებს,მსხვილ მიწათმფლობელებსა და მათ სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს.

300

საქართველოს რომელ მხარეში იყო გავრცელებული ფაცხა?

ფაცხა გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში.

400

ვინ არის მისიონერი?

საეკლსიო ორგანიზაციის მიერ უცხო ქვეყანაში საკუთარი სარწმუნოების გასავრცელებლად წარგზავნილი პირი.

400

როგორ დასრულდა 627-628 წლებში ხაზართა ლაშქრობა თბილისში?

ხაზარებმა 628 წელს აიღეს თბილისი.

400

რომელი იყო არაბთა სახალიფოს დედაქალაქი ომაიანთა დინასტიის დროს?

ომაიანთა დინასტიის დროს არაბთა სახალიფოს დედაქალაქი იყო დამასკო.

400

რომელ საუკუნეებში დაიწყო ჩამოყალიბება ფეოდალიზმმა  საქართველოში?

საქართველოში ფეოდალიზმის ჩამოყალიბება დაიწყო IV-V სს-ში.

400

რას ნიშნავს სტავრა?

სტავრა არის ძვირფასი ქსოვილი.

500

რომელ პერიოდს უწოდებენ შუა საუკუნეებს?

V-XV საუკუნეებში მოქცეულ პერიოდს უწოდებენ შუა საუკუნეებს.

500

რას ნიშნავდა ჰერაკლე კეისრის მიერ განხორციელებული "სარწმუნოებრივი წესრიგი"?

არაქალკედონიანური მრწამსის მიმდევრებისთვის არჩევანი:  ან ქალკედონიანურ მრწამსზე დაბრუნება ან განადგურება.

500

ვინ იყო ომაიანთა დინასტიის ბოლო ხალიფა და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

ომაიანთა დინასტიის ბოლო ხალიფა იყო მურვან-ყრუ და მან რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში.

500
ვინ არის აბატი?

მონასტრის წინამძღვარი ევროპაში.

500

რომელი დღესასწაული ტარდებოდა/ტარდება საქართველოში,რომელიც ეძღვნებოდა ბუნების აღორძინებას?

ეს დღესასწაული იყო/არის ბერიკაობა.