ნოტები გვარებში
ლოგოები
უცხოელები ერთხელ ამერიკაში
ემიგრანტი ქართველები
100

შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ საათივით აწყობილი კარიერის მიუხედავად, როლან გაროსის მოგება მხოლოდ ერთხელ შეძლო

როჯერ ფედერერი

100

ამ კლუბის ლოგოზე მაპუჩეს ტომის ბელადია გამოსახული, რომელიც მე-16 საუკუნეში ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას ედგა სათავეში

კოლო კოლო

100

ეს გოლიათი დრაფტზე 1980-იან წლებში აირჩიეს, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ NBA-ში თამაშის ნებართვა არ მისცა და „ბლეიზერსში“ დებიუტი მხოლოდ 9 წლის შემდეგ ჰქონდა

არვიდას საბონისი

100

სწორედ ამ ქართველმა ძიუდოისტმა მოუპოვა პირველი და ისტორიული მსოფლიო ჩემპიონობა იმ ქვეყანას, რომლის სახელითაც ასპარეზობს. დაასახელეთ სპორტსმენი

ნიკოლოზ შერაზადაშვილი

200

მისი გვარი ჩეხური ფეხსაცმლის ბრენდის თანაჟღერადია, თუმცა ნასტოლაში დაბადებულ ამ სპორტსმენს ყველაზე ხშირად გერმანული ნაწარმში იხილავდით

ვალტერი ბოტასი

200

ქალაქის მთავარ სიმბოლოსთან ერთად ამ კლუბის ლოგოზე მისი გაჩენა ერთ-ერთი ცირკის საჩუქარს უკავშირდება. არ ვიცით რამდენადაა ყველა დროის საუკეთესო მასკოტი, მაგრამ ჰენეს ვაისვაილერის პატივსაცემად ჰენეს I ჰქვია. დაასახელეთ ეს კლუბი

კიოლნი

200

ხვიჩა კვარაცხელიას ამ ყოფილ გუნდელს MLS-ში მოსახვედრად კედლის გადალახვა ალბათ არ დასჭირდებოდა

ირვინგ ლოზანო

200

1992 წელს დსთ-ს სახელით მოასპარეზე ეს ქართველი იქამდე არ ავიდა კვარცხლბეკზე, სანამ მისი სახელის გასწვრივ საქართველო არ დაეწერა

კახი კახიაშვილი

300

ეს სპორტსმენი ყველაზე კარგად პარიზის ოლიმპიადიდან უნდა გახსოვდეთ. ფრანგული ფესვების მიუხედავად, მისი თითო სანტიმეტრით გაუმჯობესებული რეკორდებით ერთ-ერთი ჩრდილოევროპული ქვეყანა ხარობს

არმანდ დუპლანტისი

300

სიმბოლურია, რომ ამ სპორტული გუნდის ლოგო ზენგ აუერბახმა შექმნა

ბოსტონ სელტიკსი

300

მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი ეს ფეხბურთელი საკუთარი მთავრობის კრიტიკის შემდეგ დაკავების შიშით ოკეანის მიღმა გაიქცა და გარკვეული პერიოდი უბერის მძღოლად მუშაობდა

ჰაკან შუქური

300

„ოლიმპიადა არაჩვეულებრივი ადამიანების ისტორიებია. მან, ვინც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, მოიპოვა პირველი ფრანგული მედალი ტოკიოში. სიამაყეს იზიარებს მის მიერ არჩეული ქვეყანა” - წერდა 2021 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ ადამიანის მიერ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ

ლუკა მხეიძე