M&M’s
ფრინველები ლოგოზე
დეფისიანები
ფინალების მასპინძელი სტადიონები
100

მაისური, რომელიც მას NBA-ის სადებიუტი მატჩში ეცვა 762 000 დოლარად გაიყიდა, თუმცა საკითხავია, უცხოპლანეტელის გარდა ვის მოერგებოდა ის

ვიქტორ ვემბანიამა

100

ამ გუნდის „ბოლო სიმღერა" 2017-18 წლების სეზონი იყო, რადგან მას შემდეგ კლუბი ჩემფიონშიფში ასპარეზობს

სუონსი სიტი

100

უპასუხე სწრაფად - 2019 წელს ამ ფეხბურთელის მიერ ჩადენილმა ქმედებამ კომენტატორი ისე აღაფრთოვანა, რომ კუთხურის დროს შეიძლება მუდამ მისი შეძახილი გაგახსენდეთ. დაასახელეთ ეს ფეხბურთელი

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

100

ის მარაკანასთან ერთად ერთადერთი სტადიონია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ორ ფინალს უმასპინძლა, აღსანიშნავია რომ ორივე ფინალში ევროპული გუნდი დამარცხდა

აცტეკა

200

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 22 მატჩში 1 საგოლე გადაცემა აქვს, თუმცა ისეთი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის გრანდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა

ჯაბა ჯიღაური

200

ამ გუნდმა 2013 წელს სახელი და ლოგო შტატ ლუიზიანას სიმბოლოს მიხედვით შეცვალა

ნიუ ორლეანს პელიკანსი

200

ამ „წმინდანის” სახელის აბრევიატურა გლობალური ადგილმდებარეობის სისტემაში არ აგერიოთ

ჯორჯ სენ-პიერი

200

1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი საფრანგეთმა პლატინისა და ბელონეს გოლებით მოიგო, რითიც სტადიონზე მისული 48 000-მდე გულშემატკივარი უზომოდ გაახარა - დაასახელეთ ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ეს სტადიონი

პარკ დე პრენსი

300

2017 წლის ფილმში, რომელიც 1980 წლის ზაფხულში, ლონდონში განვითარებულ მოვლენებს ეხება, ამ ადამიანის როლი სვერირ გუდნასონმა შეასრულა

ბიორნ ბორგი

300

ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ამ კლუბის სიმბოლო თეთრთავიანი არწივია, რომელიც ყოველი საშინაო მატჩის წინ „გელრედომს“ გადაუფრენს ხოლმე

ვიტესი

300

ევროპის ერთ ქვეყანაში მათ სულ ცოტა ხნის წინ 90-წლიანი გვალვა დაასრულეს და საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგეს. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ამ გუნდში ახალგაზრდა ქართველი მეკარე ირიცხება. დაასახელეთ ეს კლუბი

უნიონ სენ-ჟილი

300

1960 წელს, ამ სტადიონზე გამართულ ფინალს 127 000 მაყურებელი დაესწრო, მადრიდის რეალმა კი ბრწყინვალე წარმოდგენა დადგა და ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეხუთედ მოიგო - დაასახელეთ ფინალის მასპინძელი სტადიონი, თუ გეტყვით რომ ამ არენაზე რეალმა კიდევ შეძლო ჩემპიონობის მოპოვება

ჰემპდენ პარკი