ომონიმები
რიცხვები გვარ-სახელებში
ოლიმპიელი ქართველები
ჩაილურის წყალი დალია
100

ამ ლეგენდარული სპორტსმენის საყვარელი ექიმი შესაძლოა დერმატოლოგი ყოფილიყო

ოლივერ კანი

100

ჩვენ ეს ფეხბურთელი განსაკუთრებულად 22 წლის წინ გატანილი ისტორიული გოლით გვახსოვს. თუ კითხვას სწორად უპასუხებთ გპირდებით, რომ თითქმის ამდენივე ქულას მიიღებთ

მალხაზ ასათიანი

100

ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ოლიმპიური ოქრო აქვს მოგებული. სეულის ოლიმპიადის ფინალში ძირითად შემადგენლობაში იყო და ბრაზილიის ნაკრების დამარცხებაშიც მიიღო მონაწილეობა

გელა კეტაშვილი

100

„ბარსელონას“ ქომაგების გარდა, ყველას რომ გული დაგვწყდა, იმ ფეხბურთელზე გეკითხებით. ესპანურმა გუნდმა მასში 100 მილიონზე მეტი გადაიხადა, საბოლოოდ კი იმდენად ვერ გაამართლა, რომ კარიერის დასრულება მოუწია

ედენ აზარი

200

ქართველი ემიგრანტებისთვის კარგად ნაცნობი ამ საფეხბურთო კლუბის თამაშებზე მოსახვედრად ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა ნამდვილად არ მოგიწვევთ. დაასახელეთ ეს კლუბი

ბარი

200

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და ფინალში გოლის გამტანმა ამ ფეხბურთელმა „მილანში“ ფეხი ვერ მოიკიდა და ამ გრანდის ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს

დივოკ ორიჯი

200

მიუნხენის ოლიმპიადის ბრინჯაოს მოგების შემდეგ, ცნობილ ქართულ ფილმში გამორჩეული როლი მოირგო და ქართველებს ამ კუთხითაც დაამახსოვრა თავი - დაასახელეთ 1944 წელს დაბადებული ქართველი ოლიმპიელი

ომარ ფხაკაძე

200

იმ დროისთვის არც თუ ისე ცოტა, 18 მილიონის, გადახდის შემდეგ ეს ინგლისელი მსოფლიო ფეხბურთის გრანდში აღმოჩნდა, თუმცა ტრავმებმა გატანჯა და დებიუტი 13 თვის შემდეგ ჰქონდა - პირველივე მატჩში ავტოგოლს წითელი ბარათი მიაყოლა და მოგვიანებით კვლავ სამშობლოში დაბრუნდა

ჯონათან ვუდგეიტი

300

როგორც წესი, პარკეტზე მის შემოსვლას ბლოკებისა და მოხსნების ცეცხლი მოჰყვებოდა ხოლმე. გეტყვით იმას, რომ მისი შვილიც ამჟამად მის კვალს აგრძელებს

მანუტე ბოლი

300

პორვოოში დაბადებულმა ამ ფეხბურთელმა კარიერა „ლევერკუზენში“ დაასრულა, თუმცა ცნობილი სულ სხვა კლუბში თამაშით გახდა, სადაც ჩემპიონთა ლიგაც მოიგო

სამი ჰიიპია

300

41 წლის ასაკში მოპოვებული ოლიმპიური და 43 წლის ასაკში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ამ საგარეჯოელს ნამდვილ ლეგენდად აქცევს. დაასახელეთ ეს სპორტსმენი

არსენ მეკოკიშვილი

300

დრაფტზე კევინ დურანტზე წინ დააყენეს და პორტლენდმა ის პირველ ნომრად აირჩია, თუმცა ტრავმების გამო მისი კარიერა შესაბამისად ვერ განვითარდა. თუ ტიკტოკს სქროლავთ, შესაძლოა მისი მონაწილეობით სევდიანი ვიდეოც გქონდეთ ნანახი

გრეგ ოდენი