ეს სიტყვა იტალიურიდან ითარგმნება, როგორც „კარის საკეტი“, რაც ამ სისტემის დაცვით სტილს უსვამს ხაზს
კატენაჩო
1965 წელს დაბადებული ამ ფეხბურთელის გვარის წარმოთქმა „სქურისგან“ განსხვავებით, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ალბათ, ძალიან გაუჭირდებოდათ
ბადრი კვარაცხელია
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის პირველი ისტორიული გოლი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა. გაიხსენეთ, რომელმა ფეხბურთელმა გაუკეთა მას საგოლე გადაცემა
გიორგი ქოჩორაშვილი
ამ ევროპელ ფეხბურთელს ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე მესისთან ერთად აღმოაჩენთ, თუმცა მან მხოლოდ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიელვა
ჟუსტ ფონტენი
ასე ერქვა მეორე, სათადარიგო ცხენს, რომელზეც არავინ იყო ამხედრებული. თუმცა თქვენთვის უფრო მეტად ეს სიტყვა რაგბიდანაა ცნობილი
მარქაფა
ძმისგან განსხვავებით მისი კარიერა დასავლეთევროპული ქვეყნის ნაკრებში საკმაოდ წარმატებით წარიმართა. ნაკრებში ჩატარებული 60 მატჩიდან გამორჩეული 2011 წელს ედენ პარკზე ჩატარებული ფინალი იყო
დიმიტრი იაშვილი
ჯგუფიდან გამსვლელ მატჩში საქართველომ პორტუგალია დაამარცხა. გაიხსენეთ ქალაქი, სადაც ეს მატჩი შედგა
გელზენკირხენი
მსოფლიო ჩემპიონატების ეს ხშირი სტუმარი მუნდიალზე ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, 28-ჯერ დამარცხებულა. სიმბოლურია, რომ საუკეთესო შედეგი ამ ნაკრებმა ორჯერ - 1970 და 1986 წლებში დააფიქსირა
მექსიკა
როგორც ცნობილია, ამ ტერმინის NBA-ში დასამკვიდრებლად პირველი ნაბიჯები შარუნას მარჩულიონისმა გადადგა
ევრო-სტეპი
შოვის ტრაგედიის ეს გმირი ფართო საზოგადოებამ 2024 წელს გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ წარმოადგენდა, კვარცხლბეკზე ოქროს მედალოსნის საპატივცემულოდ აჟღერებული ჰიმნი მაინც ემოციურად შეასრულა
გიორგი მეშვილდიშვილი
ჩეხეთთან მატჩისას საქართველოს შემადგენლობიდან პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - რომელმა ჩეხმა ფეხბურთელმა ითამაშა ხელით, რის შედეგადაც მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანის დარტყმის შანსი მიიღო?
რობინ ჰრანაჩი
ამ მეკარის 16 სეივი რეკორდულია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. გონსალესი-ბესლერის დაცვის წყვილს მისთვის მადლობა აქვს გადასახდელი, რადგან 120 წუთის განმავლობაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა
ტიმ ჰოვარდი