წყალში გადაყრილი მილიონები
მოგვარეები
ფეხბურთელები უნიკალური სახელებით
აფრიკის მარგალიტები
100

როგორც ამბობენ, წვიმიან ლონდონში გადაბარგება ცოლმა აიძულა. 2006 წელს მასში გადახდილი 31 მილიონი ფუნტი პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 48 მატჩში გატანილ მხოლოდ 9 გოლში რეალიზდა

ანდრეი შევჩენკო

100

ერთს „ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში 1500-ზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული, მეორე სპორტსმენის პატივსაცემად კი „ტორონტო რეპტორსმა“ და „ბრუკლინ ნეთსმა“ 15-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო

დენ კარტერი & ვინს კარტერი

100

2024 წელს ლუის ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის ეს „სასურველი საჩუქარი” 50 მილიონ ევროდ შეაძენინა

დეზირე დუე

100

1994 წელს დაბადებული ეს ჩემპიონი რამდენიმე თვის წინ გახმაურებულ ვიდეოში სასტუმროსთან მერაბ დვალიშვილს შეხვდა და ჭიდაობის ტექნიკის დასახვეწად რჩევები სთხოვა

დრიკუს დუ პლესი

200

ეს აფრიკელი 2020 წელს იმ გოლის ავტორია, რომელიც მიკელ არტეტას პირველი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა

ნიკოლას პეპე

200

ორივე ესპანელია და 1981 წელსაა დაბადებული. თუმცა ერთი დღემდე მოქმედი სპორტსმენია და ჩემპიონობა ორჯერ აქვს მოპოვებული, მეორე კი ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის მემკვიდრეობას აგრძელებს

ფერნანდო ალონსო & ჩაბი ალონსო

200

ჰიპოთეტური დიალოგი ფეხბურთელსა და კლუბის ეკიპირების მენეჯერს შორის:

- აზრი არ აქვს, არ დაეტევა
- დავატევთ, კაცო

დაასახელეთ 1978 წელს დაბადებული ეს ფეხბურთელი

იან ვენეგოორ ოფ ჰესელინკი

200

ირონიულია, რომ 90-იანებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ამ ფეხბურთელს ხშირად „აფრიკელ მარადონას“ უწოდებდნენ

აბედი პელე

300

დინ ჰუისენამდე სწორედ ის იყო „სამეფო კლუბის” მიერ ყველაზე ძვირად შეძენილი ესპანელი

ასიერ ილარამენდი

300

ერთი ზედიზედ 19 წელი მასაჩუსეტსური გუნდის “პატრიოტი” იყო და, ბევრის აზრით, საუკეთესოა, ვისაც ეს სპორტი უთამაშია. მეორე კი ველტერვეითის ერთ-ერთი კონტენდერია და მარტში ლეონ ედვარდსს სძლია

ტომ ბრეიდი & შონ ბრეიდი

300

სურინამული ფესვების მქონე ამ როტერდამელთან ყოველთვის სიტყვა „ნიჭიერი” ასოცირდებოდა, თუმცა ვერც „ლიდსთან“ ერთად შემორჩა პრემიერ ლიგაში და არც „ვესთ ჰემში“ უდგას კარგი პერიოდი. მისი სახელი იმდენად უნიკალურია, რომ Google-ში ძიებისას, 16-ივე არსებულ გვერდზე მხოლოდ მასზეა სიახლეები

კრისენსიო სამერვილი

300

ცნობილია, რომ ამ აფრიკელმა 1960 წლის რომის ოლიმპიადისთვის სპეციალურად შეიძინა ახალი სარბენი ფეხსაცმელები, თუმცა, როგორც ჩანს, გამარჯვებაში საერთოდ არ გამოადგა

აბებე ბიკილა