ქარიზმატული ძმების კარიერას „ფლუმინენსედან“ დიდ ბრიტანეთში ტიტულების გარეშე არ ჩაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპთაგან ერთ-ერთს ყოველთვის უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლეოდა, 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ „დაჩაგრულმა" ძმამ დაიწყო
ფაბიო და რაფაელი
მსოფლიო სპორტის ეს ლეგენდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციაში დრეს-კოდის წესებს არღვევდა. ის, რის გამოც მას და ერთ კომპანიას ჯარიმების გადახდა უწევდათ, ამ სპორტსმენის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა
მაიკლ ჯორდანი
სანამ მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს მწვერვალებზე აღმოჩნდებოდა, 2016 წელს მონაკოდან თბილისს ეწვია და მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 19-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის ფინალი ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთთან დათმო
კილიან მბაპე
ის იმ იშვიათ ქართველ ფეხბურთელთაგანია, ვის ტიტულებშიც ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს აღმოაჩენთ. მეტსაც გეტყვით - ის ერთადერთი ქართველია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი აქვს გატანილი
სლავა მეტრეველი
ამ იდენტურმა ტყუპებმა NBA-ის მრავალწლიან კარიერაში იდენტური მაისურები მხოლოდ ერთ სეზონში მოირგეს. ამ ფაქტზე მეტად საინტერესო კი ისაა, რომ ერთი ძმა NBA-ის ერთ-ერთი ნიუ-იორკული ფრენჩაიზის ყველა დროის საუკეთესო მექულეა
ბრუკ და რობინ ლოპესები
ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდით, რომ იტალიასა და ინგლისში თამაშით ცნობილი ეს ფრანგი ფეხბურთზე მეტ ფულს ბიოქიმიკატებში იშოვიდა
მატიე ფლამინი
შესაძლოა, 2012 წელს ამ თამაშზე ნამყოფიც კი ხართ და მაშინ ვერც წარმოიდგენდით, რომ 22-ნომრიანი მაისურით მორბენალი ახალგაზრდა, მომავალში პრემიერ ლიგას დაიპყრობდა
მოჰამედ სალაჰი
ევროპის ერთ-ერთი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მან ადგილი ფრანც ბეკენბაუერის, გერდ მიულერისა და პოლ ბრაიტნერის გვერდით დაიკავა. მარტვილის რაიონში დაბადებულ ეს ფეხბურთელი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალსაც ფლობს
მურთაზ ხურცილავა
2008 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მოგების წვლილი ორივე ტყუპს თანაბრად დაუფასეს და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მათ მიიღეს
სვენ და ლარს ბენდერები
სპორტში წარმატებით დაბრუნების შემდეგ ის ამტკიცებდა, რომ გამარჯვების საიდუმლო ჯანსაღ კვებაში იყო. ამის შემდეგ მას კომპანია Salton, Inc. დაუკავშირდა და თავის პროდუქციას ამ მოკრივის სახელი დაარქვა, ხოლო ეს სპორტსმენი პროდუქტის სახედ აქცია
ჯორჯ ფორმანი
შესაძლოა არ იცოდეთ, რომ მე-20 საუკუნეში დიდებში მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო-ვერცხლის მომგებ ამ მეკარეს თბილისში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე უასპარეზია
კლაუდიო ტაფარელი
მის ძეგლს თელავში შეხვდებით. დინამოში 150-ზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ამ მცველს 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც აქვს ნათამაშები
გივი ჩოხელი