პროფესიონალური კარიერა პსჟ-ში დაიწყო და მუმბაი „სიტიში“ დაასრულა. მანამდე კი ლონდონის წითელი და ლურჯი ნაწილიც მოიარა, სტამბულიც, ჩინეთიც, ლივერპულიც და ამ კატეგორიასთან სიმბოლურად - ბოლტონიც კი
ნიკოლა ანელკა
„ბლექპულში“ კარგი თამაშის შემდეგ მერსისაიდს მიაშურა. დიდად იქ თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა „სტოკის“ მაისურით სტემფორდ ბრიჯზე გატანილი მისი გოლი პრემიერ ლიგის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება
ჩარლი ადამი
გუნდის კაპიტანი 1988 წელს 21 წლის ასაკში გახდა და მიუხედავად ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა, სამკლავური კარიერის ბოლომდე, 2002 წლამდე ეკეთა
ტონი ადამსი
ამ გვარის მქონე ფეხბურთელებს 90-იანების მიწურულს და 2000-იანების დასაწყისში დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ფავორიტი გუნდის არჩევა არ გაუჭირდებოდათ
ვალენსია
36 წლის ამ ორგზის All Star-ელმა 10-ზე მეტ გუნდში ითამაშა. სიმაღლემ არ მოგატყუოთ, 2016-17 წლების სეზონში „სელტიკსში“ თამაშისას MVP-ის გამოკითხვაში მე-5 ადგილზე გავიდა
აიზია ტომასი
სწორედ ეს კალათბურთელი იყო პირველი, ვინც რეგულარული სეზონი საშუალოდ სამმაგი დუბლით დაასრულა
ოსკარ რობერტსონი
მისი წინაპრები შოტლანდიელი ემიგრანტები არიან. სია კოლისისთან ერთად ის ერთადერთი კაპიტანია, ვისაც მსოფლიო თასი ორჯერ აქვს მოგებული
რიჩი მაქქოუ
გინესის ამ რეკორდსმენს კოპა ამერიკაზე ჩატარებული საშინელი მატჩის შემდეგ ერთ-ერთ სამხრეთ იტალიურ ქალაქში დასვენება ნამდვილად წაადგებოდა
მარტინ პალერმო
ამ თავდამსხმელმა 11 სხვადასხვა ქვეყანასა და 32 სხვადასხვა კლუბში ითამაშა. უფრო მეტად კი იმ გადამწყვეტი პანენკათი უნდა გახსოვდეთ, 2010 წლის მუნდიალზე განას რომ გაუტანა
სებასტიან აბრეუ
პსჟ-ის აღზრდილ ამ მეკარეს ძირითად გუნდში შანსი არ მისცემია და დებიუტი იმ კლუბის შემადგენლობაში ჰქონდა, რომელთან ერთადაც 2020/21 წლების სეზონში ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა
მაიკ მენიო
ამ ლეგენდარულ კაპიტანს აფრიკული, ესპანური და ბერძნული ფესვები აქვს. მუქი კანის გამო „შავ ბელადს“ უწოდებდნენ და, ბევრის აზრით, 1950 წლის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია
ობდულიო ვარელა
95 მატჩი და 9 გოლი ეროვნულ ნაკრებში. „ფენერბახჩე“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „სან პაულო“. მიუხედავად სოლიდური კარიერისა, გეოგრაფიის მოყვარულებს მისი გვარის გაგონებაზე მაინც შვეიცარია აგონდებათ
დიეგო ლუგანო