2015 წელს ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლეგენდარულ „ოლ ბლექსს” დაუპირისპირდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ეს ადამიანი დასახელდა
მამუკა გორგოძე
გერმანელ გულშემატკივრებს ჩვენი ქვეყნის მეზობლად ჩასვლა, ალბათ, განსაკუთრებით ეზიზღებათ, რაც ლოგიკურია, რადგან ამ სახელმწიფოში ერთ-ერთი ნაგებობა ამ არბიტრის სახელს ატარებს
ტოფიკ ბახრამოვი
მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში ერთმანეთს არ ინდობდნენ, ეს ძმები დედას შეპირდნენ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს იბრძოლებდნენ
ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები
მას შემდეგ რაც ზედიზედ 32 შოთი ვისკი დალია, „მიდლსბროში“ მისმა იმდროინდელმა მწვრთნელმა, ბრაიან რობსონმა, კლინიკაში მიიყვანა
პოლ გასკოინი
ბორჯღალოსნებს მსოფლიო ჩემპიონატებზე სულ 5 გამარჯვება აქვთ მოპოვებული - აქედან 2 კი ერთი გუნდის წინააღმდეგ - 2007 და 2015 წლებში. დაასახელეთ ეს ნაკრები
ნამიბია
გულშემატკივრები ხშირად ხუმრობენ, რომ ეს მსაჯი „არსენალის“ თამაშებს უნდა მოარიდონ, რადგან შესაძლოა, ბელგიელ ფეხბურთელთან ნათესაური კავშირი ჰქონდეს
კლემენტ ტურპენი
ეს ძმები თითქოს ახალი გასოლები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ NBA-ში დიდად წარმატებული კარიერა არ გამოუვიდათ. ახლა უმცროსი „პანათინაიკოსში“, უფროსი კი „ბარსელონაში“ თამაშობს
ხუანჩო და ვილი ერნანგომესები
საოცარი მეტაბოლიზმი ჰქონდა. გასაკვირია, რომ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მიუხედავად, ისტორიულ ეპიზოდში ხელი არ „აუკანკალდა”
მარადონა
მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი, ისტორიული ლელო დავით დადუნაშვილს ეკუთვნის. ვის წინააღმდეგ მოახერხა მან ამის გაკეთება?
სამხრეთ აფრიკა
ამ ბრიტანელმა მსაჯმა ისტორია დაწერა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატი იოსიპ შიმუნიჩი სამი ყვითელი ბარათის შემდეგ გააძევა
გრემ პოლი
ძმისგან განსხვავებით, და პოზიციით ფორვარდია და იყო დრო, მანჩესტერშიც თამაშობდა და ჩრდილო ლონდონშიც. 2021 წლიდან დამაც ლურჯი ფორმა მოირგო და ერთ-ერთი გამორჩეული ქალი ფეხბურთელია. დაგვისახელეთ ეს და-ძმა
რის ჯეიმსი, ლორენ ჯეიმსი
როგორც ცნობილია, ამერიკული სპორტის ამ ლეგენდას დალევა ძალიან უყვარდა, თუმცა მისი სახელის გაგების შემდეგ წესით ალკოჰოლი არავის უნდა მიეყიდა
ბეიბი რუთი