დაგვისახელეთ ქვეყანა, რომლის წარმომადგენელსაც ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ოქროს ბურთი
არგენტინა
2011 წლის ევრობასკეტის მეორე რაუნდში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები პირველ გამარჯვებასთან საკმაოდ ახლოს იყო, რომ არა ეს კალათბურთელი, რომელმაც მატჩში თავისი 27-ე, გადამწყვეტი ქულა თითქმის საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდო
ბო მაკალები
ამ ევროპულ გრანდში გაუვალი კედლის აშენებისთვის სამიანი და ექვსიანი ამოიღეს
მილანი
ფაქტობრივად, ერთმანეთის ანტიპოდები, როგორც პოზიციურად, ისე გუნდებით. პარმაში დაბადებულმა შვილმა სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა
მარკუს ტურამი, ლილიან ტურამი
ოქროს ბურთის ყველაზე მეტჯერ მომგებ ფეხბურთელებში მესამე ადგილს 3-3 ჯილდოთი 3 ფეხბურთელი ინაწილებს. აქედან ორი ნიდერლანდელია - მარკო ვან ბასტენი და იოჰან კრუიფი. დაგვისახელეთ მესამე ფეხბურთელი, თუ გეტყვით, რომ მან ამ ჯილდოს მოგება ზედიზედ სამჯერ მოახერხა
მიშელ პლატინი
2021 წელს ტოკიოში მორიგი ოქროს მედალი თითქმის ჯიბეში გვედო, რომ არა ეს ამერიკელი მოჭიდავე, რომელსაც არც მანამდე და არც ამის შემდეგ განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონია
გეიბლ სტივენსონი
უნიკალურია, რომ სან-ფრანცისკო უორიორსმა, ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა და ფილადელფია 76-მა 13 ნომერი ამ კალათბურთელის გამო ხმარებიდან ამოიღო
უილტ ჩემბერლენი
მამა ისეთი ვარსკვლავური გუნდის ვარსკვლავურ ეპოქას დაემთხვა, გასაკვირი არ არის, რომ სამშობლოს გარეთ არსად უთამაშია. აი, შვილს რაც შეეხება, 2014 წლის მსოფლიოზე ესპანეთის განადგურებას საფუძველი „მფრინავ” ვან პერსიზე გაკეთებულმა ამ ადამიანის პასმა ჩაუყარა
დენი ბლინდი და დეილი ბლინდი
1991 წლის ოქროს ბურთის ამ გამარჯვებულმა მეორე ადგილზე გასულ ლოთარ მათეუსს, დარკო პანჩევსა და დეიან სავიჩევიჩს იმ დროისთვის საკმაოდ სერიოზული სხვაობით, 99 ქულით აჯობა
ჟან პიერ პაპენი
1998/99 წლების სეზონში დინამო თბილისს ერთი მატჩი აშორებდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს. „ბორის პაიჭაძის” სტადიონზე ესპანურ გუნდთან 2:1 გამარჯვების შემდეგ დინამოელები ესპანეთში მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ და მეტოქე სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო ჯგუფურ ეტაპზე აღმოჩნდა - დაასახელეთ ფეხბურთელი, რომელმაც ესპანურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა
ხოსება ეჩევერია
დასაფასებელია, რომ კლუბში გატარებული 4 წლის მიუხედავად, 2019 წელს ფრანგულმა გუნდმა მისი 9 ნომრიანი მაისური ხმარებიდან არასათამაშო მიზეზის გამო ამოიღო
ემილიანო სალა
„ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილის სჯობდეს მამასაოს” გაასმაგებული ვერსია - შვილზე საუბარი რომ დაგვეწყო, ეს კითხვა 100-ქულიანი იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მამა ჩატარებული მატჩების მიხედვით, შარლოტ „ჰორნეთსის“ ყველა დროის ლიდერია. ქულებითაც ასე იქნებოდა, რომ არა კემბა უოკერი
სტეფ კარი და დელ კარი