ამ ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი?
კნუტი
კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?
არა, რადგან ქართულში მხოლოდ 33 ასოა
გზაზე ერთ მწკრივში მიდიოდა რამდენიმე კუ. პირველმა თქვა, რომ მის უკან მიდის ორი კუ. ბოლომ განაცხადა, რომ მის წინ მიდის ორი კუ. სულ რამდენი კუ მიდის გზაზე?
გზაზე მიდის სამი კუ
შეიძლება თუ არა ბურთი გაისროლოთ ისე, რომ მან გაიაროს გარკვეული მანძილი, შემდეგ გაჩერდეს და დაიწყოს მოძრაობა საწინააღმდეგო მიმართულებით?
შეიძლება, თუ ბურთს მაღლა ისვრით.
რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?
არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი“
კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის?
ხერხი
მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?
1961
რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის?
არავის ახსოვს, როდის დაიბადა და არავინ იცის, როდის მოკვდება
თქვენ მონაწილეობთ სირბილის ტურნირში და მოკლე დისტანციაზე გადაუსწრით მორბენალს, რომელსაც ეკავა მეორე პოზიცია. რომელი პოზიცია გიჭირავთ თქვენ ამ მომენტში?
ა) პირველი; ბ) მეორე; გ) მესამე; დ) მეოთხე; ე) პოზიციის დადგენა შეუძლებელია;
მეორე პოზიცია (თუ უპასუხებთ, რომ გიჭირავთ პირველი პოზიცია, ეს შეცდომაა, რადგან თქვენ გადაუსწარით მეორე მორბენალს და დაიჭირეთ მისი ადგილი).
სამასწავლებლოში დგას 6 მაგიდა - თითოეული 4 სკამით, 4 მაგიდა - თითოეული 2 სკამით და 3 მაგიდა - თითოეული 6 სკამით.
სულ რამდენი სკამია სამასწავლებლოში?
50
6x4=24 4x2=8 3x6=18 24+8+18=50
დემეტრე მიდის ტბისკენ. მას გზაში შემოხვდა სკოლის კლასი, რომელიც შედგებოდა 25 მოსწავლისგან, მათ თან ახლდათ 2 მასწავლებელი.10 მოსწავლეს თან ახლდა მშობელი, ხოლო 10 მშობლიდან 4 მშობელს საბავშვო ეტლით მოჰყავდათ პატარები. სულ რამდენი ადამიანი მიდის ტბისკენ?
ტბისკენ მიდის მხოლოდ ერთი ადამიანი - დემეტრე. დანარჩენები ტბიდან ბრუნდებიან.
როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?
როცა თავი ფანჯარაში აქვს გაყოფილი
ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?
28 რიცხვი ყველა თვეშია
სპორტულ შეჯიბრში 28 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც ფინიშთან ბაქარის უკან აღმოჩნდნენ, ორჯერ მეტია იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ფინიშთან ბაქარის წინ იმყოფებოდნენ.
რომელ ადგილზე გავიდა ბაქარი?
ის იყო მეათე.
9+1+18=28
60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?
60º (ლუპა კუთხის გრადუსულ ზომას არ ცვლის)
სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?
რუკაზე
რა აქვთ საერთო ხარს და ვაზს?
ორივეს აქვს რქა
მაგიდაზე მწკრივში დგას 6 ჭიქა. პირველი სამი სავსეა წვენით, ხოლო ბოლო სამი ცარიელი.
როგორ გავაკეთოთ, რომ ცარიელი და სავსე ჭიქები მონაცვლეობდნენ ერთმანეთში (ერთი სავსე, ერთი ცარიელი და ა.შ) ისე, რომ მხოლოდ ერთხელ შეეხოთ მხოლოდ ერთ ჭიქას?
აიღეთ მეორე ჭიქა, გადაასხით მისი შიგთავსი მეხუთე ჭიქაში და დადგით ჭიქა თავის ადგილზე.
რა განსხვავებაა ფეხბურთელსა და ქუჩაში ქვეითად მოსიარულეს შორის?
წითელზე - ქვეითად მოსიარულე დგას, ფეხბურთელი მიდის.
დემეტრე შევიდა წისქვილში და თითო კუთხეში 3 კატა დაინახა.
სულ რამდენი ფეხია წისქვილში?
3x4x4+2=50.
ებრაელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ისრაელში, ეხუმრება ახლად ჩასულ ებრაელს:
- უყურებ გზას? - მე ავაშენე!
- უყურებ სურათს? - მე დავხატე!
- უყურებ .....? - მე მოვკალი!
რა იგულისხმა ებრაელმა?
ჩასვით „....“-ის შემცვლელი სიტყვა წინადადებაში.
მკვდარ ზღვას
ორ მხედველს ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო ძმას კი მხედველი ძმები არა ჰყავს. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?
შეიძლება. მას ჰყავს ორი მხედველი და
საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი. არის თუ არა ინდოეთში 26 მაისი?
რა თქმა უნდა, არის
საფეხბურთო გუნდმა 31 მატჩი ჩაატარა, აქედან 7 დაამთავრა ფრედ. ამასთან, გუნდმა სულ 64 ქულა მოაგროვა (სამი ქულა - მოგებისთვის, ერთი ქულა - ფრედ დამთავრებისთვის და ნული ქულა - წაგებისთვის).
რამდენი მატჩი წააგო გუნდმა?
ხუთი მატჩი.
რადგან 7 თამაში ფრედ დამთავრდა,
ესეიგი 64-7=57 ( ქულა)
31-7= 24 (თამაში) წაგება ქულას ვერ მისცემდა , ამიტომ 57:3=19 (მოგება) 24-19=5 (თამაში) ე.ი 5 წაგება- 0 ქულა
როგორ გავზომოთ დრო - 15 წუთი ორი ქვიშის საათით, თუ: ერთი საათი 7 წუთიანია; მეორე კი 11 წუთიანი?
უნდა გადააბრუნოთ ორივე საათი ერთდროულად და დაელოდოთ როდის დამთავრდება ქვიშა 7 წუთიან საათში. როგორც კი ეს მოხდება, მომენტალურად გადააბრუნოთ 11 წუთიანი საათი (მასში დარჩენილია 4 წუთი). ასე გაზომავთ სასურველ 15 წუთს.