ადამიანთა უფლებები, ისტორია
შერეული კითხვები
დოკუმენტები ადამინთა უფლებებზე
სახელმწიფოს მართვის ფორმები
100

თავისუფლების დიდი ქარტია,  რომელ წელს და სად იქნა მიღებული?

1215 წელს ინლისში.

100

მდგრადი განვითარება რას გულისხმობს?

განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი.

100

გაერო რომელ წელს შეიქმნა?

1945 წელს.

100

რას გულისმობს კონფედერაცია?

სახელმწიფოთა კავშირი, როდესაც წევრი სახელმწიფოები სრულად ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და შესაბამისად, მათ აქვთ კავშირიდან ცალმხრივი, უპირობო გასვლის უფლება.

100

დოკუმენტი ჰაბეას კორპუს აქტი რას საკითხს აგვარებდა?

ადამიანის დაკავების და დაპატიმრების საკითხის განხილვა სასამართლოს მიერ აუცილებელი გახდა.

100

შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, გულისხმობს...

...განადგურებისგან უნდა დავიცვათ ცხოველების და მცენარეების ყველა სახეობა

100

ადამიანთა უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია რომელ წელს შეიქმნა?

1948 წელს

100

უნიტარული სახელმწიფო რას გულისხმობს?

შედგება მხოლოდ ადმინისტრაციული ან პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულებისაგან, რომლებიც უშუალოდ ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას და, რომლებსაც არ აქვს სახელმწიფოებრიობის რაიმე ნიშანი.

100

აშშ დამოუკიდელობის დეკლარაცია რომელ წელს იქნა მიღებული?

1776 წელს

100

მოვუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს გულისხმობს...

...ფუჭად არ დავხარჯოთ ელექტროენერგია, წყალი, გადასამუშავებლად ჩავაბაროთ ქაღალდი, პლასტმასი, შუშა და ა.შ.

100

ვინ იყო ელეონორა რუზველტი?

ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემქმნელი და ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლე.

100


რეგიონალისტური მოდელზე რას იტყვით?

უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის განაწილებულია კონსტიტუციით. იგი უნიტარული და  ფედერაციული სისტემების შუალედური ფორმაა

100

საფრანგეთის ადამიანთა უფლებების დეკლარაცია რომელ წელს იქნა მიღებული?

1789 წელს.

100

შევამციროთ ჰაერის დაბინძურება - გულისხმობს...

მხარი დავუჭიროთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების (წყლის, ქარის, მზის ენერგია, ბიოსაწვავი) განვითარებას, უპირატესობა მივანიჭოთ ადგილობრივ პროდუქციას, რადგანაც მისი წარმოება და მომხმარებლებამდე მიტანა  ნაკლებ რესურსების ხარჯვას საჭიროებს.

100

გაერომ რომელ წელს მიიღო  კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ ?

1994 წელს

100

ფედერაციული სახელმწიფო რას გულისხმობს?

დაყოფილია მოზრდილ ტერიტორიულ ერთეულებად, რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფოს მსგავს წარმონაქმნებს, თუმცა სუვერენიტეტის გარეშე.

100

კოლექტიური უფლებები რომელი თაობის უფლებას მიეკუთვნება?

მესამე თაობის უფლებას

100

მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტი რას გულისმხმობს?

სამართლიანობისა და კეთილდღეობის იდეებზე დაფუძნებულ საზოგადოებას.

100

ევროპის საბჭომ რომელ წელს მიიღო კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ?

1997 წელს

100

აბსოლუტური მონარქია რას გულისმობს?

 ხელისუფლების სრულად თავმოყრა ერთი პირის - მონარქის ხელში, რომელიც თვითონ გამოსცემს და აღასრულებს კანონებს, იგი  უფლებამოსილია უშუალოდ ახორციელებდეს ადმინისტრაციულ მმართველობას ან ამ მიზნით დანიშნოს მთავრობა

M
e
n
u