I კატეგორია
II კატეგორია
III კატეგორია
IV კატეგორია
მშობლები
100

გზაზე ერთ მწკრივში მიდიოდა რადენიმე კუ. პირველმა თქვა,რომ მის უკან მიდის ორი კუ. ბოლომ განაცხადა,რომ მის წინ მიდის ორი  კუ. სულ რამდენი კუ მიდის გზაზე?

გზაზე მიდის სამი კუ

100

რამდენი ნულია 1-დან 100-მდე რიცხვებში?

    9 ნული 

10,20, 30, 40, 50, 60, 70, 80, 90 

100

მზის სისტემის რომელი პლანეტა უტოლდება ზომით დედამიწას?

                                ვენერა         

100

 თამაშობს კაპიტანი

მაგიდაზე  იჯდა ოთხი ბუზი, ბავშვმა  ერთი მოკლა.რამდენი ბუზია მაგიდაზე?

                        ერთი      

100

ადამიანს ეს ორჯერ მიეცემა ცხოვრებაში,ორივეჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ უკვე ფულის გადახდა მოუწევს. რა არის ეს?

                     კბილები     

200

იპოვე ანტონიმური წყვილი

ა)შვება-ლხენა       ბ)სიყვარული-სიძულვილი  

გ) აღელვება -აფორიაქება       დ) მოგონება-გახსენება

ბ)სიყვარული-სიძულვილი 

200

რამდენი სანტიმეტრია სამ ათეულ მეტრში?

სამ ათეულ მეტრში ანუ 30მ-ში  არის  3000სმ.

200

ქუდი სავსეა მარცვლებით, დილით შეხედავ-მარცვლები გამქრალია. რა არის?

                       ვარსკვლავები       

200

კლასში 35 მოსწავლეა.შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს? რატომ?

არა, რადგან ქართულ ანბანში მხოლოდ 33 ასო-ბგერაა.

200

 ჩემს გამო ვურტყამ მას, მის გამო ვირტყამ მე, რაზეა საუბარი?

                           კოღო    

300

დემეტრე მიდის ტბისკენ. მას გზაში შემოხვდა სკოლის კლასი, რომელიც შედგებოდა 25 მოსწავლისგან, მათთან ოთხს ახლდა 2  მშობელი  და კიდევ ჰყავდათ დამრიგებელი. სულ რამდენი ადამიანი მიდის ტბისკენ?

ტბისკენ მიდის მხოლოდ ერთი ადამიანი - დემეტრე. დანარჩენები ტბიდან ბრუნდებიან.

300

რამდენი ფეხი აქვს 4 ცხვარს და 6 ქათამს ერთად?

4x4 +6x2=28   

300

ორ მხედველს  ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო  ძმას კი მხედველი ძმები არ ჰყავს.. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?

შეიძლება. მას ორი მხედველი და ჰყავს

300

ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად?

                       როცა სძინავს.     

300

ის მოგითხრობს სიყვარულზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად. რა არის?

           გვირილა      

400

რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?

არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი“  

400

თამო ყოველ 10 მეტრში პოულობდა  ერთ სოკოს. რა მანძილი გაიარა მან თუ იპოვა სულ 6 სოკო?

თამომ გაიარა 60 მეტრი.    

400

ის შენ გეკუთვნის ,მაგრამ ძირითადად სხვები იყენებენ.იგი არა მარტო შენ გაქვს, არამედ ყველაფერს,რასაც ირგვლივ ხედავ ან ვერ ხედავ.

       სახელი  

400

რამდენი შემსრულებლისგან შემდგარ ანსამბლს ეწოდება კვარტეტი?

                   ოთხი     

400

რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება  უკან...
რა არის?

გზა, ცხოვრება, ცხოვრების გზა     

500

შავი ყუთი--1925წლის ზამთარი.ალიასკას ქალაქი ნომი, გულადი ბალტო, გამძვინვარებული პანდემია. 2020წ, გაზაფხული, სრულიად დედამიწა,გამძვინვარებული პანდემია.დაასახელე ნივთი, რომელიც ამ ორ ფაქტს უკავშირდება.  

        ვაქცინა-წამალი

500

ბაჭიებს ერთად აქვთ 124 ყური. რამდენი კუდი აქვთ სულ ბაჭიებს ?

62

500

როდესაც იგი იბადება- დაფრინავს,როდესაც ცხოვრობს- უძრავად დევს მიწაზე,როდესაც კვდება-მიცურავს.დაასახელეთ რაზეა საუბარი თუ კი გეტყვით, რომ იგი იბადება ზამთარში.

      ფიფქი                         

500

ფეხსაცმლის მაღაზიები გვარწმუნებენ,რომ ფეხსაცმელს ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია და იხსენებენ ერთ ანიმაციას, სადაც ფეხსაცმელმა მართლაც შეცვალა ერთი ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის ცხოვრება.დაასახელეთ ამ ანიმაციის სახელი.

                             კონკია   

500

მუცელზე აბანო, ცხვირზე საცერი,თავზე ჭიპი, ერთი ხელი აქვს და ისიც ზურგზე, რა არის?

           ჩაიდანი     

M
e
n
u