დაასახელეთ ლუწი მარტივი რიცხვი
2
რამდენი ბრუნვაა ქართულში?
შვიდი
მათემატიკაში გამრავლების ნიშნად და ასევე „უცნობი რიცხვის“ აღსანიშნავად ვიყენებთ სიმბოლოს, რომელიც ზუსტად ჰგავს ინგლისური ანბანის ერთ-ერთ ასოს. რომელი ასოა ეს?
X/x
რომელია ყველაზე დიდი ფრინველი?
სირაქლემა
საანგარიშო დაფა არითმეტიკული გამოთვლებისთვის, იხმარებოდა ძველ საბერძნეთში, რომში, შემდეგ -დასავლეთ ევროპაში. დაყოფილი იყო ზოლებად, ანგარიში ხდებოდა ამ ზოლებში მოთავსებული სათვლელი ქვების(კენჭების, ძვლის კოჭების) გადაადგილებით.
აბაკი
როდის აღინიშნება მათემატიკის საერთაშორისო დღე და რატომ შეირჩა ეს თარიღი?
14 მარტს, როგორც მესამე თვის მე-14 დღე, ეს მოდის პი რიცხვიდან (3.14)
დაასრულე ანდაზა:
ცოდნა - სინათლეა,
უსწავლელობა - .........
სიბნელე
რომელია ერთადერთი მწერი, რომლის სახელიც ინგლისურად ზუსტად ისე გამოითქმის, როგორც ინგლისური ანბანის მეორე ასო (B)?
Bee-ფუტკარი
რა ჰქვია ტექსტის ნაწილს, რომლის პირველი სტრიქონი ცოტათი შეწეულია?
აბზაცი
ორი აკლდამა, ორი ქანდაკება,ბაღი, ტაძარი და სანავიგაციო აგრეგატი. რას წარმოადგენენ ისინი ერთად?
მსოფლიოს 7 საოცრებას
რამდენი პროცენტით უნდა გავაიაფოთ 100%-ით გაზრდილი ნივთის ფასი, რომ საწყის ნიშნულს დაუბრუნდეს?
50%-ით
რამდენი დამწერლობა (ანბანია) მსოფლიოში?
თოთხმეტი
ინგლისურად ფრაზა "Break a leg" სიტყვასიტყვით სულ სხვანაირად ითარგმნება. რას ნიშნავს ეს გამონათქვამი სინამდვილეში?
წარმატებას გისურვებ
რა მოძრაობს ზღვიდან ღრუბლებში, ღრუბლებიდან მიწაზე, მიწიდან კი ისევ ზღვაში?
წყალი
ეს ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვა ძველი ბერძნული წარმოშობისაა. შუა საუკუნეებში ის ლათინურ ენაში მოხვდა, იქიდან კი პოლონურში. საიდანაც რუსულში და, სავარაუდოთ, რუსულიდან ქართულ ჟარგონში. ახლა კი შეეცადეთ უპასუხოთ კითხვას, რა სიტყვას ხმარობდნენ პოლონელები ,,დასვრილი ქაღალდის ნაგლეჯის'' აღსანიშნავად?
,,შპარგალკა''
მამისა და შვილის ასაკი ჯამში 66 წელია. მამის ასაკია შვილის ასაკი შებრუნებით. რამდენი წლის შეიძლება იყოს მამა? შვილი?
15 და 51; 60 და 6; 24 და 42
გაიხსენეთ ქართული შესატყვისი ,,ლინკი"
ბმული
ინგლისურ ენაში არსებობს მხოლოდ ერთი ციფრის სახელი (სიტყვა), რომლის ასოების რაოდენობა ზუსტად მისი მათემატიკური მნიშვნელობის ტოლია (ანუ, ამ სიტყვაში ზუსტად იმდენივე ასოა, რასაც თავად ეს ციფრი ნიშნავს). რომელი სიტყვაა ეს?
4, Four
ასტრიდ ლინდგრენის ეს პერსონაჟი დასახელებულია 10 ყველაზე წითურ პერსონაჟს შორის. დაასახელეთ, ვისზეა საუბარი, თუ პერსონაჟის წინდების ზომამ მის სახელზე საგრძნობლად იმოქმედა.
პეპი გრძელიწინდა
აინშტაინი ამბობდა: "ვიდრე ისინი შემოესეოდნენ ფარდობითობის თეორიას, მე მესმოდა იგი, მაგრამ ახლა თავადაც არ ვიცი რა არის ფარდობითობის თეორია". დაასახელეთ მეცნიერება, რომლის წარმომადგენლებზე საუბრობდა აინშტაინი.
მათემატიკა. (როგორც ცნობილია აინშტაინს მათემატიკა ცუდად ესმოდა)
მართკუთხა პარალელეპიპედის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შესაბამისად 2სმ, 4 სმ და 8 სმ -ის ტოლია. იპოვეთ იმ კუბის წიბო, რომლის მოცულობა ამ პარალელეპიპედის მოცულობის ტოლია.
4სმ
დაასახელეთ ნაწარმოები და ეპიზოდი.
"პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;
გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,
მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად."
"ვეფხისტყაოსანი";
ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი;
კომპასის ოთხივე მიმართულების პირველი ასოებით იკვრება ერთი ინგლისური სიტყვა, დაასახელეთ ეს სიტყვა და მისი თარგმანი.
NEWS- ახალი ამბები
მაკა ცხოვრობს მალვინაზე მაღლა და კახაზე დაბლა. ფრიდონი კი - მალვინაზე დაბლა. რომელი პიროვნება რომელ სართულზე ცხოვრობს ოთხსართულიან ბინაში?
1- ფრიდონი
2- მალვინა
3- მაკა
4-კახა
1954 წელს ქ. სან -ბერნარდინოში ვინმე რეი კროკი შევიდა სასაუზმეში და განცვიფრებული დარჩა იმით, რომ კოქტეილი, კარტოფილი და ჰამბურგერი მას მიართვეს ნახევარ წუთში და სულ 15 ცენტად. რა დააარსა ამის შემდეგ რეი კროკმა?
,,მაკდონალდსის'' რესტორნები