რამდენი ტიპის გამეტას წარმოქმნის ჰეტეროზიგოტური (Aa) ორგანიზმი? დაასახელეთ ეს გამეტები.
პასუხი: 2 ტიპის გამეტას (A და a)
ახსენით, რატომ მიიღო მენდელმა ექსპერიმენტის დროს F1 თაობაში მხოლოდ წითელი შეფერილობის ჰიბრიდები?
პასუხი: რადგან წითელი შეფერილობა დომინანტური ნიშანია და თრგუნავს თეთრი (რეცესიული) ნიშნის გამოვლენას ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში.
როგორი ფენოტიპური დათიშვით მიიღება შთამომავლობა Aa x Aa შეჯვარების დროს?
პასუხი: 3:1 (იგივე 75%:25%)
რას ეწოდება ალელური გენები?
პასუხი: ერთი გენის ალტერნატიულ ვარიანტებს
ახსენით, რატომ/რა შემთხვევაში ვიყენებთ გამაანალიზებელ შეჯვარებას?
პასუხი: როცა გვსურს გავარკვიოთ ფენოტიურად დომინანტური ნიშნის მქონე ინდივიდი გენოტიპის მიხედვით ჰეტეროზიგოტია თუ ჰომოზიგოტი.
თუ შთამომავლობაში ყველა შვილი არის ცისფერთვალა (ცისფერი თვალი რეცესიული ნიშანია) მაშინ, როგორი შეიძლება იყოს მშობლების გენოტიპები?
პასუხი: aa x aa
რითი ჰგავს და რით განსხვავდება ჰომოლოგიური ქრომოსომები?
განსხვავდება - ალელური გენებით
ახსენით, რატომ ვერ გამოვლინდება ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში რეცესიული ნიშანი?
პასუხი: რადგან დომინანტური ალელი დათრგუნავს რეცესიულს
პასუხი: AA, Aa, aa