დღეში რამდენჯერ არის რეკომენდებული კბილების გახეხვა და მინიმუმ რამდენი წუთის განმავლ
მინიმუმ ორჯერ (დილას და საღამოს), 2 წუთის განმავლობაში.
რას ნიშნავს ნარჩენების მართვა და რომელი ძირითადი მასალების გადამუშავებაა შესაძლებელი?
ნაგვის დახარისხებას. გადამუშავდება: ქაღალდი, პლასტმასი, მინა, ლითონი.
რა ჰქვია საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც იცავს მსოფლიოს ყველა ბავშვის უფლებას?
ბავშთა უფლებების კონვენცია
დაასახელეთ საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოები.
დროშა, გერბი და ჰიმნი.
მოიყვანე კულტურული მემკვიდრეობის მაგალითი
ვარძია, გელათი.....
ჩამოთვალეთ სამი პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად სჭირდება და მდიდარია კალციუმით.
რძე, ხაჭო, ყველი (რძის პროდუქტები).
როგორ შეგვიძლია დავზოგოთ სასმელი წყალი ყოველდღიურ ცხოვრებაში? (მოიყვანეთ მაგალითი).
კბილების გახეხვისას ონკანი გამოვრთოთ; შევაკეთოთ გაფუჭებული ონკანი.
ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. რა არის მისი შესაბამისი მოვალეობა სკოლაში?
გაკვეთილებზე სიარული, სწავლა, მასწავლებლისა და თანაკლასელების პატივისცემა.
რომელია საქართველოს ისტორიული მხარე, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური კოშკებითა და მყინვარებით?
სვანეთი
რა არის ბუნებრივი მემკვიდრეობა
ის რაც შექმნა ბუნებამ
რატომ არის მავნებელი კომპიუტერთან ან ტელეფონთან შეუსვენებლად დიდი დროის გატარება? (დაასახელეთ მინიმუმ ორი მიზეზი).
აზიანებს მხედველობას, იწვევს ხერხემლის პრობლემებს და გვაკლებს ფიზიკურ აქტივობას.
რატომ არის ტყეები ჩვენი პლანეტისთვის მნიშვნელოვანი და რას უწოდებენ მათ ხშირად?
ტყეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს და მათ „დედამიწის ფილტვებს“ უწოდებენ.
ვის აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ოჯახურ თუ სასკოლო გადაწყვეტილებებში, რომლებიც მას ეხება?
თავად ბავშვს (საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება).
რომელი მდინარე ჰყოფს საქართველოს დედაქალაქ თბილისს ორ ნაწილად?
მტკვარი
რას ვეძახით ჩვენი წინაპრებისგან დატოვებულ ძვირფას განძს – ძველ ციხეებს, ტაძრებს, სიმღერებსა და ტრადიციებს, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ?
კულტურ მემკვიდრეობას
რას ნიშნავს „დღის რეჟიმი“ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი მოსწავლისთვის?
ეს არის დროის სწორად გადანაწილება სწავლას, დასვენებას, თამაშსა და ძილს შორის. ის გვეხმარება ენერგიის შენარჩუნებაში.
რა ზიანს აყენებს ბუნებას პლასტმასის პარკების და ბოთლების მიწაში ჩაგდება?
პლასტმასი ასობით წლის განმავლობაში არ იხრწნება და წამლავს ნიადაგსა და ცხოველებს.
დაასახელეთ ბავშვის სამი ფუნდამენტური უფლება, რომელიც სიცოცხლისა და განვითარებისთვის აუცილებელია.
სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ოჯახში ცხოვრების, დასვენებისა და თამაშის უფლება (ნებისმიერი სამი
რომელი ზღვა ესაზღვრება საქართველოს დასავლეთით და რომელი დიდი საპორტო ქალაქები მდებარეობს მის სანაპიროზე? დაასახელე მინ. ერთი ასეთი ქალაქი
შავი ზღვა, ბათუმი, ფოთი
რა არის წითელი წიგნი?
წიგნი, სადაც შეტანილია გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და მცენარეები
რამდენი საათი უნდა ეძინოს მეოთხეკლასელ ბავშვს ღამის განმავლობაში, რომ ორგანიზმმა სრულყოფილად დაისვენოს?
9-დან 11 საათამდე.
როგორ შეგვიძლია შევამციროთ ნაგვის რაოდენობა ბუნებაში? მოიყვანეთ მაგალითი, როგორ გამოვიყენოთ ერთი და იგივე ნივთი ხელახლა
მაგალითად: ერთჯერადი პლასტმასის ბოთლის ნაცვლად ვიქონიოთ საკუთარი, მრავალჯერადი წყლის ბოთლი; ან ძველი პლასტმასის ქილებისგან ყვავილების ქოთნები ან ფანქრების ჩასაწყობი გავაკეთოთ.
შეასრულეთ წინადადება: „ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება...“
სხვისი უფლება
ვინ იყო საქართველოს მეფე, რომლის დროსაც აშენდა ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი?
თამარ მეფე
წარმოიდგინეთ, რომ ექსკურსიაზე ხართ უძველეს ტაძარში ან ციხეზე. როგორ უნდა მოიქცეს კულტურული მოსწავლე, რომ არ დააზიანოს ეს ისტორიული ადგილი? (დაასახელეთ 2 წესი).
არ უნდა დააწეროს კედლებზე სახელი, არ უნდა მოატეხოს ქვები, არ უნდა დაყაროს ნაგავი.