1
2
3
4
5
6
100


რა ჰქვია ჟან შარდენის ნაშრომს, რომელშიც ის საქართველოში მოგზაურობას აღწერს?

„მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“

100

საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდს მოიცავს ჟან შარდენის ცნობები საქართველოს შესახებ?

გვიან შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროს

100

ჟან შარდენის აღწერით როგორია სამეგრელოს (კოლხეთის) რელიეფი?

ქვეყანა მთლიანად დაფარულია ხშირი და მაღალი ტყით

100

შარდენის მიხედვით როგორი ჰავა და კლიმატური პირობებია სამეგრელოში

ჰაერი ძალიან ნოტიოა და თითქმის შეუჩერებლად წვიმს

100

შარდენიის  მიხედვით რამდენად მისაღებია სამეგრელოს  ნიადაგში მარცვლეული კულტურების მოყვანა?

ნიადაგი ცუდია, თუმცა ზოგიერთი ჯიშის მარცვლეული მაინც მოჰყავთ

100

ქართლის რომელ ოთხ ქალაქს აღწერს შარდენი თავისი მოგზაურობის დროს? 

გორი, სურამი, ალი და თბილისი

200

რას წერს  შარდენი სამეგრელოში მოყვანილი ხილის შესახებ?  

ხილი ველური და უგემურია

200

შარდენის თქმით სამეგრელოში მოყვანილი რომელი კულტურაა  „საუკეთესო“ და „მოსაწონი“?

ვაზი და მისგან დამზადებული ღვინო

200

როგორ აღწერს შარდენი სამეგრელოში ვენახის გაშენების ტრადიციულ მეთოდს?.

ვაზი ხის ძირშია დარგული და ხის კენწერომდე აღწევს

200

შარდენის გადმოცემით სად ინახავდნენ მეგრელები ღვინოს დაწურვის შემდეგ? 

მიწაში ჩაფლულ ქვევრებში

200

შარდენის გადმოცემით რა წარმოადგენს მეგრელების ძირითად ყოველდღიურ საკვებ მარცვლეულს?

ღომი (რომელიც ფეტვს ჰგავს)

200

შარდენის გადმოცემით როგორი კლიმატია აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ-კახეთში)? 

ჰავა ჯანსაღი და მშრალია

300

შარდენის გადმოცემით სამეგრელოს მოსახლეობის მხოლოდ რომელი სოციალური ფენა მიირთმევს ხორბლის პურს?

მხოლოდ შეძლებული ადამიანები

300

შარდენის გადმოცემით რომელი ცხოველის ხორცი ითვლება სამეგრელოში საუკეთესო ხარისხის საკვებად?

ძროხისა და ღორის ხორცი

300

შარდენის გადმოცემით რატომ იყო სამეგრელოში შინაური ფრინველი მცირე რაოდენობით? 

ომიანობის გამო, რამაც ქვეყანა გააღატაკა

300

შარდენის გადმოცემით საიდან შემოჰქონდათ სამეგრელოში დამარილებული თევზი? 

თურქეთიდან

300

შარდენის გადმოცემით რა ითვლება მეგრელი დიდებულებისათვის ძირითად გართობად?

ნადირობა მტაცებელი ფრინველებით

300

რას ამბობს შარდენი  ქართლ-კახეთის პურისა და ხილის ხარისხზე? 

მსოფლიოში არსად არ არის ისეთი გემრიელი პური და ხილი, როგორც აქ

400

შარდენის მიხედვით როგორია ნანადირევის განაწილების წესის? 

მარჯვენა ბეჭი ბატონისაა, მარცხენა — ქალბატონის, დანარჩენი — მონადირეების

400

შარდენის მიხედვით რა მასალისგანაა ნაგები სამეგრელოში ყველა სახლი და რატომ? 

ხისგან, რადგან ტყე ბევრია და მშენებლობა იაფი ჯდება

400

შარდენის გადმოცემით რით განსხვავდება სამეგრელოში დიდებულებისა და ღარიბების სახლები?

დიდებულების სახლები ორსართულიანია, ღარიბებისა — ერთსართულიანი

400

შარდენის მიხედვით რატომ არის სამეგრელოს სახლების იატაკი მუდამ ფიცარნაგი? 

მიწის დიდი სინოტივის გამო

400

შარდენის გადმოცემით მეგრელ ქალებსი ცაცმულობის რომელი სტილია გავრცელებული?

სპარსული

400

შარდენის გადმოცემით სად გააქვთ ქართლ-კახეთიდანსაწქსპორტოდ დიდი რაოდენობით ღვინო? 

სომხეთსა და ისპაჰანში

500

შარდენის გადმოცემით სრულად ჩამოტვალეთ, თუ  რომელ იარაღებს იყენებდნენ მეგრელები საბრძოლველად? 

შუბი, მშვილდ-ისარი, სწორი ხმალი, კომბალი და ფარი

500

რა არის „ეკიუ“?

ფრანგული ოქროს ფული

500

შარდენის გადმოცემით სრულად ჩამოთვალეთ თუ რა წარმოადგენდა სამეგრელოს მთავრის შემოსავლის ძირითად წყაროებს? 

ბაჟი, ადამიანების გაყიდვა და თვითნებურად შეწერილი გადასახადები

500

შარდენის მოგზაურობის დროს რომელი იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ კახეთისა და ქართლის სამეფოები? 

სპარსეთის იმპერიის

500

რა მდგომარეობაში იყო კახეთის ქალაქები შარდენის მოგზაურობისას?

ყველა მათგანი ნანგრევებად იყო ქცეული, გარდა ერთისა

500

რას მიაწერს შარდენი ქართველების ზნე-ჩვეულებათა მრავალფეროვნებას?

სავაჭრო ურთიერთობებს სხვა ხალხებთან და რელიგიურ თავისუფლებას

M
e
n
u