დიმიტრი მენდელეევმა წინასწარ იწინასწარმეტყველა ელემენტ „ეკა-ალუმინის“ არსებობა. რომელი რეალური ელემენტი აღმოჩნდა ის შემდგომში?
ა) ალუმინი ბ) სკანდიუმი გ) გალიუმი დ) ინდიუმი
გ) გალიუმი
დედამიწის ბირთვის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომლის ფარდობითი ატომური მასა არის 56, ხოლო რიგითი ნომერი — 26.
ა) რკინა ბ) ნიკელი გ) კობალტი დ) სპილენძი
ა) რკინა
მე-5 პერიოდის პირველი d-ელემენტი, რომლის რიგითი ნომერია 39. მისი სახელი უკავშირდება შვედეთის სოფელ იტერბიუს.
ა) სკანდიუმი ბ) ლანთანი გ) იტრიუმი დ)ცირკონიუმი
გ) იტერიუმი
ძალიან იშვიათი და ძვირადღირებული კეთილშობილი ლითონი, რომელიც გამოიყენება საავტომობილო კატალიზატორებში და საიუველირო ნაკეთობების დასაფარად ბზინვარებისთვის
ა) რუთენიუმი ბ) ვერცხლი გ) პალადიუმი დ) როდიუმი
დ) როდიუმი
ლითონი, რომელმაც ბრინჯაოს ხანა შექმნა (სპილენძთან შენადნობში). მისი რიგითი ნომერია 50 და ის IV ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფშია
ა) ტყვია ბ) გერმანიუმი გ) კალა დ) სტიბიუმი
გ) კალა
ამ d-ელემენტის რიგითი ნომერია 21 და ის მე-4 პერიოდის პირველი გარდამავალი ლითონია. რომელია ის?
ა) ტიტანი ბ) იტრიუმი გ) სკანდიუმი (Sc) დ) კალციუმი
გ) სკანდიუმი
ამ ელემენტის რადიოაქტიური იზოტოპი (კო-60) გამოიყენება მედიცინაში სიმსივნეების სამკურნალოდ („კობალტის ქვემეხი“). რომელია ის?
ა) ნიკელი ბ) ქრომი გ) კობალტი დ) რუთენიუმი
გ) კობალტი
ეს ელემენტი ძვირფასი ქვის — ცირკონის შემადგენლობაშია და მისი ოქსიდი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბრილიანტს.
ა) ტიტანი ბ) ჰაფნიუმი გ) ცირკონიუმი დ)მოლიბდენი
გ) ცირკონიუმი
უნიკალური d-ელემენტი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ელექტრონები გარე s-ორბიტალზე და შეუძლია თავის მოცულობაზე 900-ჯერ მეტი წყალბადი შთანთქას.
ა) პალადიუმი ბ) პლატინა გ) ნიკელი დ) ვერცხლი
ა) პლადიუმი
ამ ელემენტის მეორე სახელია ანტიმონი. ის არის ნახევარგამტარი p-ელემენტი V ჯგუფში. ძველეგვიპტელები მას თვალის შესაღებად (სურმად) იყენებდნენ.
ა) დარიშხანი ბ) სტიბიუმი გ) ბისმუტი დ) კალა
ბ) სტიბიუმი
მენდელეევის მიერ ნაწინასწარმეტყველები „ეკა-სილიციუმი“ IV ჯგუფის ელემენტია, რომლის ფარდობითი ატომური მასა დაახლოებით 72-ია. რა ჰქვია მას დღეს?
ა) სილიციუმი ბ) კალა გ) გერმანიუმი დ) ტყვია
გ) გერმანიუმი
თეთრი-ვერცხლისფერი ლითონი, რომელსაც ხშირად იყენებენ სხვა ლითონების დასაფარად ჟანგვისგან დასაცავად და მონეტების დასამზადებლად.
ა) სპილენძი ბ) ნიკელი გ) თუთია დ) პალადიუმი
ბ) ნიკელი
ამ გარდამავალი ლითონის სახელი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან (ტანტალოსის ქალიშვილის სახელიდან), რადგან ის თვისებებით ძალიან ჰგავს ტანტალს.
ა) ვანადიუმი ბ) ნიობიუმი გ) მოლიბდენი დ) ვოლფრამი
ბ) ნიობიუმი
საუკეთესო ელექტრო და თბოგამტარი ლითონი კაცობრიობისთვის ცნობილ ელემენტებს შორის. მისი რიგითი ნომერია 47
ა) სპილენძი ბ) ოქრო გ) ვერცხლი დ) ალუმინი
გ) ვერცხლი
ვ
მე-6 პერიოდის ძალიან ტოქსიკური მძიმე ლითონი რომელიც III ჯგუფშია. ისტორიულად მის მარილებს მღრღნელების საწამლავად და დეტექტივებში ფარულ იარაღად იყენებდნენ.
ა) ტყვია ბ) ბისმუტი გ) ტალიუმი დ) ინდიუმი
გ) ტალიუმი
ეს გარდამავალი ლითონი გამოირჩევა საოცარი სიმტკიცით, სიმსუბუქითა და კოროზიისადმი მედეგობით, რის გამოც ფართოდ გამოიყენება ავიაციასა და მედიცინაში (იმპლანტებში)
ა) ვანადიუმი ბ) ტიტანი გ) ქრომი დ) რკინა
ბ) ტიტანი
პირველი ლითონი, რომელიც კაცობრიობამ გამოიყენა. მისი რიგითი ნომერია 29 და ახასიათებს ელექტრონის „გადახტომა“ გარე შრეზე
ა) ოქრო ბ) ვერცხლი გ) სპილენძი დ) თუთია
გ) სპილენძი
მაღალლღობადი ლითონი, რომლის სახელი ბერძნულად „ტყვიას“ ნიშნავს, თუმცა თავად d-ელემენტია. ფართოდ გამოიყენება მეტალურგიაში.
ა) მოლიბდენი ბ) ვოლფრამი გ)ქრომი დ) მანგანუმი
ა) მოლიბდენი
ტოქსიკური ლითონი, რომელიც თუთიის თანამგზავრია და ხშირად გამოიყენება ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორებსა და ბატარეებში.
ა) კადიუმი
მძიმე, რბილი და პლასტიკური ლითონი მიუხედავად იმისა, რომ p-ელემენტია, ის კარგად შთანთქავს რენტგენის და რადიოაქტიურ გამოსხივებას, რის გამოც დამცავ ფარებში გამოიყენება.
ა) ბარიუმი ბ) ბისმუტი გ) ტყვია დ) თალიუმი
გ) ტყვია
ამ ლითონის რიგითი ნომერია 25. ის შედის კალიუმის პერმანგანატის („მარგანცოვკის“) შემადგენლობაში და ბიოლოგიურად უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
ა) ქრომი ბ) რკინა გ) მანგანუმი დ) კობალტი
გ) მანგანუმი
მე-4 პერიოდის ბოლო d-ელემენტი, რომლის ელექტრონული ფორმულა სრულიად შევსებულია გამოიყენება რკინის მოსათუთიებლად
ა) კადმიუმი ბ) თუთია გ) სპილენძი დ) ტიტანი
ბ) თუთია
პლატინის ჯგუფის კეთილშობილი ლითონი, რომლის სახელიც ლათინურად „რუსეთს“ ნიშნავს (მისი აღმოჩენის ადგილის პატივსაცემად).
ა) როდიუმი ბ) რუთენიუმი გ) პალადიუმი დ)ოსმიუმი
ბ) რუთენიუმი
მე-5 პერიოდის p-ელემენტი (III ჯგუფი),. ის საოცრად რბილი ლითონია და მისი ოქსიდი გამოიყენება სმარტფონების სენსორული ეკრანების (Touchscreen) დასამზადებლად.
ა) გალიუმი ბ) ინდიუმი გ) კალა დ) თალიუმი
ბ) ინდიუმი
ამ ელემენტის რიგითი ნომერია 23. მას ხშირად უმატებენ ფოლადს სიმტკიცისთვის. რომელი ელემენტია ეს
ა) ქრომი ბ) ტიტანი გ) მანგანუმი დ) ვანადიუმი
დ) ვანადიუმი