ვინ არის პასუხისმგებელი საკუთარი სასწავლო ნივთების მოვლაზე?
მასწავლებელი
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გაკვეთილის დროს ერთმანეთს ყურადღებით მოვუსმინოთ?
რათა ყველამ შეძლოს სწავლა და ერთმანეთის პატივისცემა.
რას ნიშნავს ტოლერანტობა?
სხვების პატივისცემას და განსხვავებული აზრის, კულტურისა და შეხედულებების მიღებას.
რა ფერზე უნდა გადავიდეს ქვეითი შუქნიშანზე?
მწვანე
დაასახელე ჯანსაღი საკვების ორი მაგალითი.
ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და სხვ.
რატომ არის მნიშვნელოვანი თანაკლასელების აზრის პატივისცემა?
მეგობრული გარემოს შესაქმნელად
დაასახელე მოსწავლის ერთი უფლება და ერთი მოვალეობა სკოლაში.
უფლება – განათლების მიღება; მოვალეობა – სკოლის წესების დაცვა (ან სხვა სწორი მაგალითი).
როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი თანაკლასელი შენგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს?
ყურადღებით მოვუსმინო და პატივი ვცე მის აზრს.
სად უნდა გადავიდეს ქვეითი გზა?
ქვეითთა გადასასვლელზე („ზებრაზე“).
რატომ არის მნიშვნელოვანი ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა?
ის აძლიერებს ორგანიზმს და გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
რა განსხვავებაა მოსწავლის უფლებასა და პასუხისმგებლობას შორის?
უფლება არის ის, რისი მიღების შესაძლებლობაც აქვს, პასუხისმგებლობა კი ის, რაც უნდა შეასრულოს
შენმა თანაკლასელმა შეცდომა დაუშვა და სხვები დასცინიან. როგორ უნდა მოიქცე?
არ უნდა დავცინო, უნდა დავიცვა და პატივისცემით მოვექცე.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები ერთმანეთს განსხვავებების მიუხედავად პატივს სცემდნენ?
რადგან ეს ხელს უწყობს მშვიდობას, მეგობრობას და თანამშრომლობას.
რას უნდა აკეთებდეს ქვეითი გზის გადაკვეთამდე?
ჯერ მარცხნივ გაიხედოს, შემდეგ მარჯვნივ და ისევ მარცხნივ.
რამდენი საათი სჭირდება დაახლოებით მესამე კლასის მოსწავლეს ძილი?
დაახლოებით 9–11 საათი.
დაასახელე სკოლის ორი ადგილი, სადაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
კიბეები, სპორტული დარბაზი, დერეფანი და ა.შ
რატომ ითვლება კლასი პატარა საზოგადოებად?
რადგან კლასში ადამიანები ერთად სწავლობენ, თანამშრომლობენ და საერთო წესებს იცავენ.
კლასში ახალი მოსწავლე მოვიდა, რომელიც სხვა ქალაქიდანაა და ჯერ მეგობრები არ ჰყავს. როგორ უნდა მოიქცნენ თანაკლასელები?
უნდა მიესალმონ, დაეხმარონ და მეგობრულად მიიღონ.
თუ შუქნიშანი არ არის, როგორ უნდა გადავიდეს ქვეითი გზაზე უსაფრთხოდ?
უნდა გამოიყენოს ქვეითთა გადასასვლელი, ყურადღებით დააკვირდეს მოძრაობას და მხოლოდ მაშინ გადავიდეს, როცა დარწმუნდება, რომ ეს უსაფრთხოა.
რატომ არის აუცილებელი ხელების დაბანა ჭამის წინ და გარედან სახლში დაბრუნების შემდეგ?
მიკრობების თავიდან ასაცილებლად და ჯანმრთელობის დასაცავად.
რატომ შეიძლება ჩაითვალოს სკოლა საზოგადოებად?
რადგან იქ ადამიანები ერთად ცხოვრობენ, თანამშრომლობენ და საერთო წესებს იცავენ.
რატომ არის საჭირო, რომ უფლებებთან ერთად საკუთარი მოვალეობებიც ვიცოდეთ და შევასრულოთ?
რადგან ყველას უფლებების დაცვა შესაძლებელია მაშინ, როცა თითოეული ადამიანი საკუთარ მოვალეობას ასრულებს და სხვების უფლებებს პატივს სცემს.
რას ნიშნავს გამოთქმა „ყველა ადამიანი განსხვავებულია, მაგრამ ყველა თანასწორია“?
ადამიანები შეიძლება განსხვავდებოდნენ გარეგნობით, ინტერესებით, ენით ან შეხედულებებით, მაგრამ ყველას აქვს თანაბარი უფლებები და იმსახურებს პატივისცემას.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მძღოლებმაც და ქვეითებმაც დაიცვან მოძრაობის წესები?
რადგან წესების დაცვა იცავს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და გზაზე უსაფრთხო გარემოს ქმნის.
წარმოიდგინე, რომ შენი მეგობარი ყოველდღე მხოლოდ ტკბილეულს მიირთმევს და არ ვარჯიშობს. რა რჩევას მისცემდი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს?
ურჩევდი მრავალფეროვანი საკვების მიღებას, მეტი მოძრაობას, საკმარის ძილსა და პირადი ჰიგიენის დაცვას.