რამდენი წლის წინ დატოვა აფრიკა ჰომო ერექტუსმა?
2 მილიონი წლის წინ.
რომელ ათასწლეულში დასრულდა გამყინვარება?
ძვ.წ. X ათასწლეულში
რომელი ათასწლეულიდან დაიწყო ადამიანმა მეგალითების აგება?
ძვ.წ. VI ათასწლეულიდან
რომელ ათასწლეულში აღმოცენდა ბრინჯაოს მეტალურგია?
ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულში
რომელ ქვეყანას უწოდა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ "ნილოსის საჩუქარი"?
ეგვიპტეს
რამდენი წლით თარიღდება ჰომო გეორგიკუსი?
1 800 000 წლით;
რომელი ათასწლეულით თარიღდება ჩათალ-ჰუიუქი?
ძვ.წ. VII ათასწლეულით;
რომელ ქვეყანაში მდებარეობს სტოუნჰენჯი- ქვის უზარმაზარი ნაგებობები?
ინგლისში
რომელ ათასწლეულში ჩაანაცვლა ბრინჯაო რკინამ?
ძვ.წ. პირველ ათასწლეულში;
რას ეწოდება ირიგაცია?
ხელოვნურ მორწყვას
რამდენი ათასი წლის წინ აღმოაჩინა ადამიანმა ცეცხლი?
600 000 წლის წინ.
რას ნიშნავს აბორიგენი?
ქვეყნის თავდაპირველ მკვიდრ მოსახლეობას
რისთვის იყენებდნენ მეგალითებს ზოგჯერ?
ზოგჯერ მეგალითებს იყენებდნენ კოლექტიური სამარხებისთვის.
რა მოჰყვა ჭარბი პროდუქტის დამზადებას?
ვაჭრობის ჩასახვა-განვითარება
როდის შექმნეს ეგვიპტელებმა მზის კალენდარი?
ძვ.წ. 3100 წელს
რამდენი წლით თარიღდება უძველესი ჰომინინი ტუმაი?
7 მილიონი წლით;
რითი აშენებდნენ სახლებს ნეოლითის ხანაში?
მზეზე გამომშრალი ტალახის აგურებით;
რა იყო საკურთხეველი ძველად?
ადგილი, სადაც ღვთაებას მსხვერპლს სწირავდნენ მისი მფარველობის მოსაპოვებლად.
რას ნიშნავს ენეოლითი?
სპილენძ-ქვის ხანას;
რამდენი დღისგან შედგებოდა ბაბილონში მთვარის კალენდარი?
354 დღისგან
რა ეწოდება რწმენას, რომ გარკვეული საშუალებების გამოყენებას ზებუნებრივი ძალა აქვს და ამ გზით შესაძლებელია ბუნების ძალებზე გავლენის მოხდენა?
მაგია
რა პროცესს ეწოდება "ნეოლითური რევოლუცია"?
ადამიანთა ბინადარ ცხოვრებაზე და მიწათმოქმედებაზე გადასვლას;
რის კულტს მიაწერენ მეცნიერები ქალების ქანდაკებების აღმოჩენას ქვის ხანის ნამოსახლარებზე?
ნაყოფიერების კულტს.
რომელ მდინარეებს შორის მოქცეული ტერიტორიაა შუამდინარეთი?
ტიგროსსა და ევფრატს შორის
რამდენი ათასი წლის წინ დაიწყო ადამიანმა მოსავლის მოყვანა?
10 000 წლის წინ