რომელ წელს მოხდა ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრება?
რას გულისხმობს არაქალკედონიანური მრწამსი?
ქრისტეს მხოლოდ ერთი- ღვთაებრივი ბუნების აღიარებას.
რას ნიშნავს სიტყვა - ისლამი?
ისლამი ნიშნავს მორჩილებას.
რას ნიშნავს სიტყვა ფეოდი?
ფეოდი ნიშნავს მიწას.
რას ნიშნავს შრომითი ბეგარა?
შრომითი ვალდებულება ბატონის სასარგებლოდ.
რას ნიშნავს პაპიზმი?
იდეოლოგია,რომელიც საერო ხელისუფლებაზე რომის პაპის ხელისუფლების უპირატესობას აღიარებდა.
რატომ იყო ჰერაკლე კეისრისთვის დამამცირებელი სპარსელთა მიერ ქრისტეს ჯვრის დატყვევება?
ქრისტეს ჯვარი იყო დიდი სიწმინდე ქრისტიანთათვის,მათ შორის ბიზანტიის იმპერატორისთვის და შესაბამისად დიდი შეურაცხყოფა იყო მისი დატყვევება სპარსელთათვის.
ვინ იყო ისლამის ფუძემდებელი?
ისლამის ფუძემდებელი იყო მუჰამედი.
ვინ იყო ფეოდალი?
ფეოდალი იყო ფეოდის,მიწის მფლობელი.
ქართლში,სამცხე-ჯავახეთში და კახეთში.
რომელი დადგენილება დაამტკიცეს 451 წლის ქალკედონის კრებაზე?
451 წლის ქალკედონის საეკლესიო კრებაზე მიიღეს დადგენილება ქრისტეს ორი ბუნების: ღვთაებრივისა და ადამიანურის თანაარსებობის შესახებ.
რა არის დინასტიური ქორწინება?
სხვადასხვა ქვეყნის მმართველი საგვარეულოების დანათესავება.
რა ჰქვია არაბთა წმინდა ქვას და სად მდებაროებს იგი?
არაბთა წმინდა ქვას ჰქვია ქააბა და იგი მდებარეობს ქალაქ მექაში.
რას ნიშნავს ვასალიტეტი?
შუა საუკუნეებში დაქვემდებარების სისტემა მეფეებს,მსხვილ მიწათმფლობელებსა და მათ სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს.
საქართველოს რომელ მხარეში იყო გავრცელებული ფაცხა?
ფაცხა გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში.
ვინ არის მისიონერი?
საეკლსიო ორგანიზაციის მიერ უცხო ქვეყანაში საკუთარი სარწმუნოების გასავრცელებლად წარგზავნილი პირი.
როგორ დასრულდა 627-628 წლებში ხაზართა ლაშქრობა თბილისში?
ხაზარებმა 628 წელს აიღეს თბილისი.
რომელი იყო არაბთა სახალიფოს დედაქალაქი ომაიანთა დინასტიის დროს?
ომაიანთა დინასტიის დროს არაბთა სახალიფოს დედაქალაქი იყო დამასკო.
რომელ საუკუნეებში დაიწყო ჩამოყალიბება ფეოდალიზმმა საქართველოში?
საქართველოში ფეოდალიზმის ჩამოყალიბება დაიწყო IV-V სს-ში.
რას ნიშნავს სტავრა?
სტავრა არის ძვირფასი ქსოვილი.
რომელ პერიოდს უწოდებენ შუა საუკუნეებს?
V-XV საუკუნეებში მოქცეულ პერიოდს უწოდებენ შუა საუკუნეებს.
რას ნიშნავდა ჰერაკლე კეისრის მიერ განხორციელებული "სარწმუნოებრივი წესრიგი"?
არაქალკედონიანური მრწამსის მიმდევრებისთვის არჩევანი: ან ქალკედონიანურ მრწამსზე დაბრუნება ან განადგურება.
ვინ იყო ომაიანთა დინასტიის ბოლო ხალიფა და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?
ომაიანთა დინასტიის ბოლო ხალიფა იყო მურვან-ყრუ და მან რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში.
მონასტრის წინამძღვარი ევროპაში.
რომელი დღესასწაული ტარდებოდა/ტარდება საქართველოში,რომელიც ეძღვნებოდა ბუნების აღორძინებას?
ეს დღესასწაული იყო/არის ბერიკაობა.